 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 7 ოქტომბერი, 2011 |
ვერ შეგიყვარე... ნაიარევად დამიტოვე თვალები თითქოს... ვერ შეგიყვარე... ვერ მოგენდე... ვერ შეგითვისე... გაგერიდე და ახლა მაინც შენს სულზე ვფიქრობ... როგორ გატკინე... თავად ვიცი, გატკინე როგორ – გული, რომელიც ფიანდაზად ლამის გამიგე... შენ მადარებდი მარგალიტს, ობოლს, რომელიც ფსკერზე იპოვე და ბედისწერამ გულზე დაგკიდა... მაინც ვერა... ვერ... შეგიყვარე მაინც ვერაფრით... რა ვქნა, სად მე და სად ასეთი თაყვანისცემა... ნუ, ნუ მეძახი... გეხვეწები, ნუღარ მეძახი... ნუ ამიჩქარებ ჩემს ისედაც ჩქარ მაჯისცემას... ჩემთან ცხოვრება არ იქნება იოლი შენთვის... ჩემში დანთებულ ხანძარს აბა, როგორ გაუძლებ... ზღვას რომ ესვრიან ნაპირიდან, მე ვარ ის კენჭი, ზღვაც მე ვარ, თითქოს, ყველა კენჭს რომ უკან აბრუნებს... ვერ შეგიყვარე... ნაიარევად დამიტოვე თითქოსდა მზერა... რა ვქნა, ასეთი გამაჩინა განგებამ, ვხვდები... მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... ალბათ, ამიტომ ვამჯობინე გზებს ბილიკები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. რთულია, როდესაც არ გიყვარს და ზუსტად იცი, ყველაზე მეტად იმსახურებს... ძალიან მომეწონა რთულია, როდესაც არ გიყვარს და ზუსტად იცი, ყველაზე მეტად იმსახურებს... ძალიან მომეწონა
25. საოცარი ლექსია:) საოცარი ლექსია:)
24. ყველაზე კარგი ლექსია აქ რაც წამიკითხავს მათ შორის.... მართლა, მართლა, მართლა.... მე უზომოდ მომწონს... რაღაც ნაწილი დევს თითქოს შენი სულიერი სამყაროსი... ყველაზე კარგი ლექსია აქ რაც წამიკითხავს მათ შორის.... მართლა, მართლა, მართლა.... მე უზომოდ მომწონს... რაღაც ნაწილი დევს თითქოს შენი სულიერი სამყაროსი...
23. ,,შენ მადარებდი მარგალიტს, ობოლს, რომელიც ფსკერზე იპოვე და ბედისწერამ გულზე დაგკიდა...
ძალიან ლამაზია :) ,,შენ მადარებდი მარგალიტს, ობოლს, რომელიც ფსკერზე იპოვე და ბედისწერამ გულზე დაგკიდა...
ძალიან ლამაზია :)
22. რამდენჯერმე წავიკითხე ეს ლექსი...
მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა...
:-* რამდენჯერმე წავიკითხე ეს ლექსი...
მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა...
:-*
21. საოცარი ლექსია:)
5555 საოცარი ლექსია:)
5555
20. თურმე პრობლემა მარტო შეყვარება არ ყოფილა... ვერ შეყვარებაც :D
თურმე პრობლემა მარტო შეყვარება არ ყოფილა... ვერ შეყვარებაც :D
19. ზღვას რომ ესვრიან ნაპირიდან, მე ვარ ის კენჭი, ზღვაც მე ვარ, თითქოს, ყველა კენჭს რომ უკან აბრუნებს... ძალიან კარგი ხარ ნიაკო!!!++ ზღვას რომ ესვრიან ნაპირიდან, მე ვარ ის კენჭი, ზღვაც მე ვარ, თითქოს, ყველა კენჭს რომ უკან აბრუნებს... ძალიან კარგი ხარ ნიაკო!!!++
18. მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... კარგია, მომეწონა:) მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... კარგია, მომეწონა:)
17. მპუა, მპუა და მპუა ჩემ დაიკოს. +++++++++++ - ები და 5555555555 - ებიი. მპუა, მპუა და მპუა ჩემ დაიკოს. +++++++++++ - ები და 5555555555 - ებიი.
16. სად მე და ასეთი თაყვანისცემა... მომეწონა:) სად მე და ასეთი თაყვანისცემა... მომეწონა:)
15. . რა ვქნა, სად მე და სად ასეთი თაყვანისცემა...
ზღვას რომ ესვრიან ნაპირიდან, მე ვარ ის კენჭი, ზღვაც მე ვარ, თითქოს, ყველა კენჭს რომ უკან აბრუნებს... ძალიან კარგი ვინმე ხარ...:-* 5 . რა ვქნა, სად მე და სად ასეთი თაყვანისცემა...
ზღვას რომ ესვრიან ნაპირიდან, მე ვარ ის კენჭი, ზღვაც მე ვარ, თითქოს, ყველა კენჭს რომ უკან აბრუნებს... ძალიან კარგი ვინმე ხარ...:-* 5
14. "რკინის ლედი" ლექსი მომეწონა! "რკინის ლედი" ლექსი მომეწონა!
13. ლამაზი და ძალზე ქალური ლექსია. ლამაზი და ძალზე ქალური ლექსია.
12. მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... ალბათ, ამიტომ ვამჯობინე გზებს ბილიკები... ++ მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... ალბათ, ამიტომ ვამჯობინე გზებს ბილიკები... ++
11. რა ლამაზია, ნია-კო!:) რა ლამაზია, ნია-კო!:)
10. იცი შენ, ჩემო სხივმფინარავ, რატომ და რა მიყვარს აქ. :)
"მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა..."
"ზღვას რომ ესვრიან ნაპირიდან, მე ვარ ის კენჭი, ზღვაც მე ვარ, თითქოს, ყველა კენჭს რომ უკან აბრუნებს..."
ისე მიხაროდა დღეს რომ იცინოდი ჩემს ნაამბობზე, რომ გურული გენის არტისტიზმის მთელი მარაგი გამოვიხმე და გამოვიყენე :) :-*
იცი შენ, ჩემო სხივმფინარავ, რატომ და რა მიყვარს აქ. :)
"მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა..."
"ზღვას რომ ესვრიან ნაპირიდან, მე ვარ ის კენჭი, ზღვაც მე ვარ, თითქოს, ყველა კენჭს რომ უკან აბრუნებს..."
ისე მიხაროდა დღეს რომ იცინოდი ჩემს ნაამბობზე, რომ გურული გენის არტისტიზმის მთელი მარაგი გამოვიხმე და გამოვიყენე :) :-*
9. ნი , ძალიან მომეწონა ეს ლექსი. მიმაქვს დღიურში. ფინალი განსაკუთრებით კარგად ჩაჯდა. სათქმელსაც მივხვდი. ჩანაფიქრსაც. მოკლედ ჩემეულია ეს ყველაფერი. ხათრის გამო არ გიწერ ამ ყველაფერს... გრძნობ რასაც წერ და ხელოვნურად შექმნილი არ არის , პირველ რიგში ეს მომწონს. + 5 ნი , ძალიან მომეწონა ეს ლექსი. მიმაქვს დღიურში. ფინალი განსაკუთრებით კარგად ჩაჯდა. სათქმელსაც მივხვდი. ჩანაფიქრსაც. მოკლედ ჩემეულია ეს ყველაფერი. ხათრის გამო არ გიწერ ამ ყველაფერს... გრძნობ რასაც წერ და ხელოვნურად შექმნილი არ არის , პირველ რიგში ეს მომწონს. + 5
8. შენებური სტილი... შენებური სტილი...
7. დიდი მადლობა ყველას... ლალი-ნი... :) ჰეე... მადლობა მთელი გულით :-* დიდი მადლობა ყველას... ლალი-ნი... :) ჰეე... მადლობა მთელი გულით :-*
6. ლამაზი ლექსია ძააააალლლლლიან
+5 ლამაზი ლექსია ძააააალლლლლიან
+5
5. ნი არადა შეჩვეული ხარ თაყვანისცემას და იმას რომ უფლება მიცე უყვარდე. მაგრამ ეს ოხერი მოვალეობა და რომ იმ მეორე ადამიანს არ გინდა ატკინო ... არადა საშინელი ეგოისტი და ჭირვეული ბავშვი ხარ და თან რომ გინდა და გსიამოვნებს ეს ადამიანი... ძალიან ზუსტად ვიცი მიუხედავად იმისა რომ ალბათ რამდენიმე ადამიანს ძალან ვატკინე და ცხოვრება დავუნგრიე,არ წავშლიდი მათ ჩემი ცხოვრებიდან... იმდენი რამ მომცეს.. ანუ ეგოისტურად ის რაც მომცეს გამოდის რომ მათ გულისტკენად მიღირს ... და თუმცა ძალიან სუფთა ვარ მათთან...რაღაც გამკრავს მაინც გულში მე დავუშავე რაღაც...
და შენც ასე ხარ-აძლევ უფლებას რომ მიიღო..
ნი არადა შეჩვეული ხარ თაყვანისცემას და იმას რომ უფლება მიცე უყვარდე. მაგრამ ეს ოხერი მოვალეობა და რომ იმ მეორე ადამიანს არ გინდა ატკინო ... არადა საშინელი ეგოისტი და ჭირვეული ბავშვი ხარ და თან რომ გინდა და გსიამოვნებს ეს ადამიანი... ძალიან ზუსტად ვიცი მიუხედავად იმისა რომ ალბათ რამდენიმე ადამიანს ძალან ვატკინე და ცხოვრება დავუნგრიე,არ წავშლიდი მათ ჩემი ცხოვრებიდან... იმდენი რამ მომცეს.. ანუ ეგოისტურად ის რაც მომცეს გამოდის რომ მათ გულისტკენად მიღირს ... და თუმცა ძალიან სუფთა ვარ მათთან...რაღაც გამკრავს მაინც გულში მე დავუშავე რაღაც...
და შენც ასე ხარ-აძლევ უფლებას რომ მიიღო..
3. ამისთვის შემოვედი ახლა ამ წამს.. ხო აი აქ შენ ხარ თავიდან ბოლომდე. მიყვარხარ ასეთი... ქულას თუ რაიმე მნიშვნელობა აქვს-5
ამისთვის შემოვედი ახლა ამ წამს.. ხო აი აქ შენ ხარ თავიდან ბოლომდე. მიყვარხარ ასეთი... ქულას თუ რაიმე მნიშვნელობა აქვს-5
2. "ზღვას რომ ესვრიან ნაპირიდან, მე ვარ ის კენჭი, ზღვაც მე ვარ, თითქოს, ყველა კენჭს რომ უკან აბრუნებს..."
"მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... ალბათ, ამიტომ ვამჯობინე გზებს ბილიკები..."
საოცრად ლირიკულ–სევდიანია!.. "ზღვას რომ ესვრიან ნაპირიდან, მე ვარ ის კენჭი, ზღვაც მე ვარ, თითქოს, ყველა კენჭს რომ უკან აბრუნებს..."
"მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა... ალბათ, ამიტომ ვამჯობინე გზებს ბილიკები..."
საოცრად ლირიკულ–სევდიანია!..
1. ..
შენ მადარებდი მარგალიტს, ობოლს, რომელიც ფსკერზე იპოვე და ბედისწერამ გულზე დაგკიდა...
ყველა სიკეთე. ..
შენ მადარებდი მარგალიტს, ობოლს, რომელიც ფსკერზე იპოვე და ბედისწერამ გულზე დაგკიდა...
ყველა სიკეთე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|