ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2014


სადღეგრძელო

იცოცხლეთ ლამაზმანებო,
მიყვარხართ მთელი არსებით,
მანამ ირეკეთ ზარებო -
სანამ სავსეა თასები.
ფერთა დავლოცავ სიუხვეს,
მზეს გავუსწორე თვალები,
ვენაცვლე ჩემს მთა-ჭიუხებს,
მგოსნებსაც ვენაცვალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები