ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2012


ბაგრატიონო!

ბაგრატიონო! სამშობლო
სულმოუთქმელად მოგელის,
ქართველი ქალის ნაშობო -
გაქვს სიმამაცე თმოგველის.
იბრძვი პატარა კახივით,
დაჰქრიხარ ბრძოლის ველებზე,
გიზიდავს ანდამატივით
სიმღერა არაგველებზე.
ყურში ჩაგესმის ძახილი -
გულში ვერაგ მტრის დამჭრელის,
წელზე გარტყია მახვილი -
ოსტატის ხელით ნაჭედი.
ბაგრატიონო! მამული
გიხმობს... თავისთან მოგელის,
სიმამაცე გაქვს ზღაპრული,
გამბედაობა თმოგველის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს