 | ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: იუმორისტული 8 ოქტომბერი, 2011 |
ღამის ორი საათი იქნებოდა. კომპიუტერთან ვიჯექი და "სკაიპში" ვსაუბრობდი, როდესაც ხმამაღალი წამოკივლება მოსწვდა ჩემს სმენას. მივხვდი, რომ ეს სამშობიარო ტკივილების დასაწყისს ნიშნავდა. სასწრაფოდ მივვარდი და ხელში ავიყვანე, ჩემს ძმას კი ვთხოვე, ქვეშაგები დაეგო მისთვის. გულზე მყავდა მიკრული და აშკარად ვგრძნობდი, როგორ აწვებოდა ჯერაც დაუბადებელი პატარა დედის მუცელს შიგნიდან. წამოვლითი ტკივილები ჰქონდა, მიყუჩდებოდა რამდენიმე წუთით, მერე ისევ კვნესას იწყებდა. დავაწვინე. მის თვალებში იკითხებოდა მარტო დამტოვეთო. ასე სჩვეოდა: ტკივილებს ყოველთვის მარტო უმკლავდებოდა. ცოტაც დავაცადე, იქნებ, რამე დასჭირდეს მეთქი და დავწექი. დილით ძალიან ადრე ავდექი და პირდაპირ მასთან შევედი - ტყუპები შესძენოდა. საოცარი თვალები ჰქონდა: სიდინჯეჩამდგარი, სიხარულითა და სითბოთი ანთებული, მზრუნველი... უფრო დაქალებულიყო და გალამაზებულიყო. ეტყობოდა მძიმე წუთები გამოევლო, მაგრამ შვილებთან ჩახუტებას ყველაფერი დაევიწყებინა. პატარების მამა არსად ჩანდა. ალბათ, თავის ძმაკაცეთან თუ დაეხეტება ეგ ხეპრე. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მათი ურთიერთობის, მაგრამ ეტყობა სიყვარულს მართლა დიდი ძალა აქვს და ყველა წინააღმდეგობის გადალახვა ძალუძს. ეზოში მეზობლის ბიჭი იდგა, ჩემი გოგოს ძველი თაყვანისმცემელი. ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით. ალბათ, პატარებსაც გაუწევდა ღირსეულ მამობას, ჩემს გოგოს რომ მიეღო, მაგრამ ის მას მამაკაცად არასდროს აღიქვამდა, რადგან მასზე გაცილებით უმცროსი იყო და ფაქტიურად მის თვალწინ გაიზარდა. სამზარეულოში შევედი ჩაის მოსადუღებლად (გამეგო სადღაც, მეძუძური დედებისთვის ჩაი ძალიან კარგია, რძეს მოუმატებსო). სანამ საქმეს მოვრჩებოდი, ხმაური შემომესმა. სასწრაფოდ შევედი და რას ვხედავ: ეს მეზობლის ბიჭი ჩაცუცქულა და ვნებამორეული თვალებით მისჩერებია დედას, რომელიც მკერდმოშიშვლებული ძუძუს აძლევს შვილებს. გავგიჟდი ასეთ უმსგავსობაზე (ყველა მამრი ერთნაირია! -დავასკვენი უკვე მეათასედ) და ლანძღვა-გინებით გავაგდე სახლიდან ის უნამუსო. ჩაი დავალევინე და დაველოდე სანამ ჩაეძინებოდათ (საოცარი სანახავი იყო დედა, მკერდზე ტკიპასავით მიკრული პირმშოებით), მერე კი გამოვედი და წერას შევუდექი. დღეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა: ჩემს ოჯახს ხუთი წევრი შეემატა... ხუთივე ხვადი. ჩემი ცუგა კი უკვე აღარც მახსოვს მერამდენედ გახდა დედა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. უუხ შენ რა გიტხარი რაა: :D მეთქი შეეშალა ჟანრითქო და აი ბოლოს აეხადა ფარდა ყველაფერს :D უუხ შენ რა გიტხარი რაა: :D მეთქი შეეშალა ჟანრითქო და აი ბოლოს აეხადა ფარდა ყველაფერს :D
27. Respect...
+2 Respect...
+2
26. :))) კარგია. 5 :))) კარგია. 5
25. კატაზე არასდროს დავწერ, ისეთი მოგონება მაკავშირებს :) სახლში მყავს კატა, რომელიც ძალიან გასუქდა და მუცელიც გაებერა, მე ჩავთვალე, რომ ორსულად იყო. ისეთ პატივს ვცემდიიიიიი... დილიდან საღამომდე მუცელზე ვეფერებოდი, ვკოცნიდი... მოკლედ ვანებივრებდი როგორც შემეძლო და ბოლოს რა აღმოჩნდა იცი? ეს კატა ხვადი ყოფილა :) :) კატაზე არასდროს დავწერ, ისეთი მოგონება მაკავშირებს :) სახლში მყავს კატა, რომელიც ძალიან გასუქდა და მუცელიც გაებერა, მე ჩავთვალე, რომ ორსულად იყო. ისეთ პატივს ვცემდიიიიიი... დილიდან საღამომდე მუცელზე ვეფერებოდი, ვკოცნიდი... მოკლედ ვანებივრებდი როგორც შემეძლო და ბოლოს რა აღმოჩნდა იცი? ეს კატა ხვადი ყოფილა :) :)
24. ჰეჰ:)
რატომღაც ბოლომდე მეგონა რომ კატაზე წერდი:)
ერთი აბეზარი კატა მყავს სამსახურში...ყველას ნერვებს უშლის...არადა ისეთი საყვარელი ორსული იყო შემიყვარდა...მერე ფისუნიებიც...ახლა ფისუნიებიანად უშლის ჩემს თანამშრომლებს ნერვებს...მაგარი ტიპია...
:-* ჰეჰ:)
რატომღაც ბოლომდე მეგონა რომ კატაზე წერდი:)
ერთი აბეზარი კატა მყავს სამსახურში...ყველას ნერვებს უშლის...არადა ისეთი საყვარელი ორსული იყო შემიყვარდა...მერე ფისუნიებიც...ახლა ფისუნიებიანად უშლის ჩემს თანამშრომლებს ნერვებს...მაგარი ტიპია...
:-*
23. :) :) იურისტ, ზაზა, გაიხარეეთ! :) :) იურისტ, ზაზა, გაიხარეეთ!
22. ცოტაც დავაცადე, იქნებ, რამე დასჭირდეს მეთქი და დავწექი. დილით ძალიან ადრე ავდექი და პირდაპირ მასთან შევედი - ტყუპები შესძენოდა..
აქ ცოტა დავეჭვდი:D:D
55555 ცოტაც დავაცადე, იქნებ, რამე დასჭირდეს მეთქი და დავწექი. დილით ძალიან ადრე ავდექი და პირდაპირ მასთან შევედი - ტყუპები შესძენოდა..
აქ ცოტა დავეჭვდი:D:D
55555
20. ჩემიც ოხრად მაქვს, თუმცა საჩუქარი მაინც ყოველთვის სასიამოვნოა :) ჩემიც ოხრად მაქვს, თუმცა საჩუქარი მაინც ყოველთვის სასიამოვნოა :)
19. მიწვევ მეკალმევ :D ქულები იმდენი მაქვს გაჩუქებ :D ნიკებსაც ვიშOვი კიდევ :D უბრალოდ არ მინდა რა. ტოესწ არ გინდა, :) მიწვევ მეკალმევ :D ქულები იმდენი მაქვს გაჩუქებ :D ნიკებსაც ვიშOვი კიდევ :D უბრალოდ არ მინდა რა. ტოესწ არ გინდა, :)
18. გაჩუმდი, თუ ქულები მოგთხოვა კომენტარმა ? :)) გაჩუმდი, თუ ქულები მოგთხოვა კომენტარმა ? :))
17. შებნ ახლა ეს ერიზოულად მიპასუხე? :) ვსო მე გავჩუმდი :) შებნ ახლა ეს ერიზოულად მიპასუხე? :) ვსო მე გავჩუმდი :)
16. შენ ეტყობა ყველა ნაწერი არ გაქვს წაკითხული :) :) როცა მე აქცენტს სხვა რამეზე ვაკეთებ ნაწერში და შენ მასში მშობიარობას, როსულობას, ნაბიჭვრებსა და სექსაობას (როგორც შენთან იტყვიან ხოლმე სოფელში) ხედავ, ეს შეიძლება შენი პრობლემა იყოს :) :) დაფიქრდი მაინც... რა იცი რა ხდება ;)
ისე კი, ნაწერი იმიტომ გამომქვს მკითხველის სამჯავროზე, რომ არ მაღიზიანებს მისი "დონთ ლაიქები" :) შეგიძლია არ მოგეწონოს :)
დიდი მადლობა, რომ წაიკითხე :) შენ ეტყობა ყველა ნაწერი არ გაქვს წაკითხული :) :) როცა მე აქცენტს სხვა რამეზე ვაკეთებ ნაწერში და შენ მასში მშობიარობას, როსულობას, ნაბიჭვრებსა და სექსაობას (როგორც შენთან იტყვიან ხოლმე სოფელში) ხედავ, ეს შეიძლება შენი პრობლემა იყოს :) :) დაფიქრდი მაინც... რა იცი რა ხდება ;)
ისე კი, ნაწერი იმიტომ გამომქვს მკითხველის სამჯავროზე, რომ არ მაღიზიანებს მისი "დონთ ლაიქები" :) შეგიძლია არ მოგეწონოს :)
დიდი მადლობა, რომ წაიკითხე :)
15. არა, შენ ოთოს ვერ მიუხვდი )) ყველა ნაწერი მშობიარობა-ორსულობა-ნაბიჭვრებ-სექსაობაზეა ( როგორც ჩემთან იტყვიან ხლმე სოფელში:) ) ჰოდა საიდან იგონებ ამდენს ან საიდან იგებ, ნიუჟელი მართლა აბირჟავებ ))))
ახლა რაც შეეხება ნაწერს, იუმორი დაბალი ხარისხისაა, ძალიან ძალიან ადრე ვღადაობდით ასეთ რამზეზე, თითქოს რაღაც სერიოზულს ამბობ და ბოლოს რომ აღმოჩნდება სასაცილო, ტაკ შტო )) ა დონთ ლაიქ, როგორც გივი იტყოდა :) არა, შენ ოთოს ვერ მიუხვდი )) ყველა ნაწერი მშობიარობა-ორსულობა-ნაბიჭვრებ-სექსაობაზეა ( როგორც ჩემთან იტყვიან ხლმე სოფელში:) ) ჰოდა საიდან იგონებ ამდენს ან საიდან იგებ, ნიუჟელი მართლა აბირჟავებ ))))
ახლა რაც შეეხება ნაწერს, იუმორი დაბალი ხარისხისაა, ძალიან ძალიან ადრე ვღადაობდით ასეთ რამზეზე, თითქოს რაღაც სერიოზულს ამბობ და ბოლოს რომ აღმოჩნდება სასაცილო, ტაკ შტო )) ა დონთ ლაიქ, როგორც გივი იტყოდა :)
14. კი ბატონო, ვა ი შენ :) :) კი ბატონო, ვა ი შენ :) :)
13. როგორც ერთი ადამიანი იტყვის ხოლმე, ვა ი მე როგორც ერთი ადამიანი იტყვის ხოლმე, ვა ი მე
12. ყველას მადლობა, ვინც წაიკითხა :)
ოტტო, სათაურის მერეც რომ გაგეგრძელებინა კითხვა, მიხვდებოდი, რომ სამშობიაროსთან არ დამიბირჟავებია ;) ეს ის არ არის, რაც შენ გგონია... :)) :)) ყველას მადლობა, ვინც წაიკითხა :)
ოტტო, სათაურის მერეც რომ გაგეგრძელებინა კითხვა, მიხვდებოდი, რომ სამშობიაროსთან არ დამიბირჟავებია ;) ეს ის არ არის, რაც შენ გგონია... :)) :))
11. შენ კაცო სამშობიაროსთან ხო არ აბირჟავებ სულ??
რით ვერ მორჩი ამ ამბებს...... შენ კაცო სამშობიაროსთან ხო არ აბირჟავებ სულ??
რით ვერ მორჩი ამ ამბებს......
10. კარგი იყო...:) გაიზარდნენ ლამაზი და ღონიერი ცუგები...:-* კარგი იყო...:) გაიზარდნენ ლამაზი და ღონიერი ცუგები...:-*
9. ბედნიერი ცუგა! მშობიარობა ძალიან რთული პროცესია, გინდ ადამიანმა იმშობიაროს და გინდ ცხოველმა, საი უმორისტულო აქ არაფერია.! უკეთესის მოლოდინმში, ეს არ მომეწონა, არ გეწყინოს ბედნიერი ცუგა! მშობიარობა ძალიან რთული პროცესია, გინდ ადამიანმა იმშობიაროს და გინდ ცხოველმა, საი უმორისტულო აქ არაფერია.! უკეთესის მოლოდინმში, ეს არ მომეწონა, არ გეწყინოს
8. ბელგრადის მოჩვენება, უბრალოდ ის ვერ გავიგე, ეგ "კარგი რა" მოწონების შეძახილი იყო, თუ პირიქით... სულ ეგ იყო, ადამიანო (თუ მოჩვენებავ) :) უფ!
გეთანხმებით, ქალბატონო მანანა, მაგრამ ტიპიური ქართველი მამები მაინც მამრობითი სქესის შვილის დაბადებით უფრო ამაყობენ რატომღაც... ჩემი პაწუკა ლეკვების მამაც ტიპიური ქართველი მამრია :)) ბელგრადის მოჩვენება, უბრალოდ ის ვერ გავიგე, ეგ "კარგი რა" მოწონების შეძახილი იყო, თუ პირიქით... სულ ეგ იყო, ადამიანო (თუ მოჩვენებავ) :) უფ!
გეთანხმებით, ქალბატონო მანანა, მაგრამ ტიპიური ქართველი მამები მაინც მამრობითი სქესის შვილის დაბადებით უფრო ამაყობენ რატომღაც... ჩემი პაწუკა ლეკვების მამაც ტიპიური ქართველი მამრია :))
7. :)) მერე რა? ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს გინდა ხვადია... :)) მერე რა? ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს გინდა ხვადია...
6. იქიდან დავიწყო რომ აქ გასაგები არაფერია და მხოლოდ ემოცია გამოვხატე? :) კარგი რა კარგი რა ეს მოულოდნელი ფინალისდა გამო :) რა ყოფილა აქ გასაგები? :) იქიდან დავიწყო რომ აქ გასაგები არაფერია და მხოლოდ ემოცია გამოვხატე? :) კარგი რა კარგი რა ეს მოულოდნელი ფინალისდა გამო :) რა ყოფილა აქ გასაგები? :)
5. ხათუ, შენ უფრო კარგი ხარ და მე უფრო შემოგევლე :-*
ბელგრადის მოჩვენება, ვერაფერიიი გავიგე :)
ოთ, მე კარგ ადამიანებს არასდროს ვივიწყებ... ჯიმა ხარ :-*
ჰერელი, დიდი მადლობა... აქაც და იქაც :) :) ხათუ, შენ უფრო კარგი ხარ და მე უფრო შემოგევლე :-*
ბელგრადის მოჩვენება, ვერაფერიიი გავიგე :)
ოთ, მე კარგ ადამიანებს არასდროს ვივიწყებ... ჯიმა ხარ :-*
ჰერელი, დიდი მადლობა... აქაც და იქაც :) :)
4. აუ, მიხარია აქაც რომ ვნახე! ძალიან კარგია და კიდევ ერთხელ წავიკითხე სიამოვნებით... :) აუ, მიხარია აქაც რომ ვნახე! ძალიან კარგია და კიდევ ერთხელ წავიკითხე სიამოვნებით... :)
3. კარგი ადამიანი ხარ შენ და კარგადაც გადმოსცემ ხოლმე სათქმელს. ;;)
მომენატრე გოლუაფირო! :-*
არ დამივიწყო, შემომიარე ხანდახან. ;) კარგი ადამიანი ხარ შენ და კარგადაც გადმოსცემ ხოლმე სათქმელს. ;;)
მომენატრე გოლუაფირო! :-*
არ დამივიწყო, შემომიარე ხანდახან. ;)
2. =)) =)) =)) ჰაჰა =)) კარგი რა :D კარგი რა :D =)) =)) =)) ჰაჰა =)) კარგი რა :D კარგი რა :D
1. ლან, კარგი ხარ! შემოგევლე!!! :) ;*;*;* ლან, კარგი ხარ! შემოგევლე!!! :) ;*;*;*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|