ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2008


წვიმა

შემომაღამდა, შემოგეკედლე,
კუთხეში სველი ქოლგა დავტოვე,
გქონდა უბრალო, ცივი ვახშამი,
მშრალი ბინა და ზღვა სიმარტოვე.

მერე მიცქერდი სხვა ნაპირიდან,
სანამ გიხმობდი ქალურად ჩუმად,
და მერე - ნამარხულევი ვნებით,
სულ სხვა სიგიჟით კოცნიდი სტუმარს.

და სანამ ვნების ტაიფუნებიც
გუშინ რომ წვიმდა ისე ჩაივლის,
ხელის ცეცებით ჩემს სხეულს სწავლობ,
ვით უსინათლო ნაწერს ბრაილით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები