ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2012


მე

გადაიღალა სამყარო ვატყობ,
მორყეული აქვს წარსულს შტატივი,
მე ბრძოლის ველზე დაცემას ვნატრობ,
არ მინდა მოვკვდე ბონაპარტივით.
მკერდში დაჭრილი მტკივა მეც ტაო,
ვაჟას ცრემლებით მიწა ნაწვიმი,
რაც თავი მახსოვს, რუსეთთან ვდაობთ,
მზეზე დაჭრილი იწვა არწივი.
ვიბრძვი... ფარ-ხმალი ვერვინ ამყაროს,
ქვეყნად არაა ყოფნა მარტივი,
გამოიცვალა ვხედავ: სამყარო,
სულმთლად დასუსტდა ბონაპარტივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები