| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 17 ოქტომბერი, 2011 |
ისევ წამიღებს ფიქრი, იმ უკაცრიელ სახლთან. ნაჩვევს ქარების ქიქინს, ხის იატაკზე - მახრას.
ვიღაც ცხოვრობდა ერთ დროს, ახლა სიჩუმე სუფევს. როცა სიცოცხლე ენთო, სახლს თბილი ჰქონდა უბე.
ან რატომ ვდარდობ სხვის სახლს, ყველა თავისი მკვიდრით? ყოველ საღამოს ისხამს სახლი მოსასხამს ფითრის...
ჰგავს უპატრონო კაცის, შემავედრებელ მზერას. სახლი, გაწყვეტილ ქანცით, არ ჩანგრეულა, ჯერ არ...
კარის ჭრიალა სოლო სახლს ჩაფიქრებას უშლის. უდგას დარაჯად მხოლოდ სიჩუმე ყრუ და მუნჯი...
მოჰგავს სიბერეს, ტკივილს, უნუგეშობის განცდას. გავლა მომიწევს დილით, იმ მიტოვებულ სახლთან...
***
ამ გაზაფხულზე თავბრუსხვევას ვატყობ მოლოდინს, რაც შიგნითა დგას, გადმოსხმას მთხოვს გულის კოკიდან. იქნებ და, ერთხელ, გადმოვცალო სული ბოლომდე, სანამ სიკვდილი გამიხდება ხელისმომკიდედ... თავს არ ივიწყებს მეორე ”მე” ცოცხალი თავით, რადგან გონება თავისაზე დგას სულ ჯიუტად. მყვირალობაა, ხორცი ისეთ ხმაზე მომბღავის, ქალის ჭკუას რომ ლანგრით ხელში ციმ-ციმ მიუტან...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. იქნებ და, ერთხელ, გადმოვცალო სული ბოლომდე, სანამ სიკვდილი გამიხდება ხელისმომკიდედ... იქნებ და, ერთხელ, გადმოვცალო სული ბოლომდე, სანამ სიკვდილი გამიხდება ხელისმომკიდედ...
11. ორივე მომეწონა,მაგრამ მიტოვებული სახლი უფრო,ჩემგან++საუკეთესო სურვილებით:) ორივე მომეწონა,მაგრამ მიტოვებული სახლი უფრო,ჩემგან++საუკეთესო სურვილებით:)
10. პირველი მომეწონა, მეორე უფრო მეტად:) პირველი მომეწონა, მეორე უფრო მეტად:)
9. ან რატომ ვდარდობ სხვის სახლს, ყველა თავისი მკვიდრით? ყოველ საღამოს ისხამს სახლი მოსასხამს ფითრის...
იქნებ და, ერთხელ, გადმოვცალო სული ბოლომდე, სანამ სიკვდილი გამიხდება ხელისმომკიდედ...
მე კი, ორივე მომეწონა:)
ან რატომ ვდარდობ სხვის სახლს, ყველა თავისი მკვიდრით? ყოველ საღამოს ისხამს სახლი მოსასხამს ფითრის...
იქნებ და, ერთხელ, გადმოვცალო სული ბოლომდე, სანამ სიკვდილი გამიხდება ხელისმომკიდედ...
მე კი, ორივე მომეწონა:)
8. კარგი და გამართული როგორც ყოველთვის.
მეორე განსაკუთრებით მომეწონა. :) კარგი და გამართული როგორც ყოველთვის.
მეორე განსაკუთრებით მომეწონა. :)
7. მომტსონს <3 მომტსონს <3
5. თანანა--ნატ.ფილ. ყველა სიტყვა თავის ადგილას და თავისი ადგილი პირდაპირ Gულში:) თანანა--ნატ.ფილ. ყველა სიტყვა თავის ადგილას და თავისი ადგილი პირდაპირ Gულში:)
4. ორივე მაგარია! ორივე მაგარია!
3. პირველი უფრო... პირველი უფრო...
2. რაც შიგნითა დგას, გადმოსხმას მთხოვს გულის კოკიდან.
თავს არ ივიწყებს მეორე ”მე” ცოცხალი თავით, რადგან გონება თავისაზე დგას სულ ჯიუტად.
მყვირალობაა, ხორცი ისეთ ხმაზე მომბღავის, ქალის ჭკუას რომ ლანგრით ხელში ციმ-ციმ მიუტან...
რაც შიგნითა დგას, გადმოსხმას მთხოვს გულის კოკიდან.
თავს არ ივიწყებს მეორე ”მე” ცოცხალი თავით, რადგან გონება თავისაზე დგას სულ ჯიუტად.
მყვირალობაა, ხორცი ისეთ ხმაზე მომბღავის, ქალის ჭკუას რომ ლანგრით ხელში ციმ-ციმ მიუტან...
1. მეორე ძალიან ზუსტია. 5 ქულას თუ რამე მნიშვნელბა აქვს.
მეორე ძალიან ზუსტია. 5 ქულას თუ რამე მნიშვნელბა აქვს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|