ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2008


შენ მკითხავ-მეც გიპასუხებ




შენ მკითხავ, რატომ არ მივიდა ვაშლთან ადამი
და თუ მივიდა შეგნებულად რად გამოვტოვე
როცა თითქოსდა ვალი იყო ამის წაკითხვა,
მწყრალი თვალები მომანათე, მაშასადამე-
-ძალიან გინდა დავაყენოთ ასე საკითხი
(რადგან ზამთარი მოვიდა და რადგან მოთოვა...)

შენ მკითხავ, რატომ დავიღალე ადრედილიდან
რატომ ვიდუღებ შავ ყავას და რატომ ვეწევი
ამდენ სიგარეტს და ცხოვრებას არასულიერ...
რატომ მაწუხებს გაცდენილი გაკვეთილები,
როცა ბავშვობა ამდენი ხნის გადასულია
გადასასვლელზე ნელი ქარით გადანარწევი,

ისე ძალიან რომ ვეღარ ვძლებთ უერთმანეთოდ,
შენ  მკითხავ როგორ შემიყვარდა მე ეს ჭადრები,
როცა სიცოცხლე ყელამდეა თავშესაქცევით,
როცა გრამი არ მძინებია წუხელ საერთოდ
არა! არასდროს დაიჯერო ჩემი წაქცევა,
რადგან სინათლე ჩემს ოთახშიც მალე ჩაქრება

შენ მკითხავ კიდევ ათას რამეს, მეც გიპასუხებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები