ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2011


ქალბატონო...

მომენატრეთ ქალბატონო,
ნუ მარიდებთ მორცხვად თვალსა,
მსურს მაგ ბაგეს დავეწაფო -
ვით ირემი წყაროს წყალსა.
დაივანეთ გულის გულში,
თქვენ მიკიდებთ ტრფობის ალსა,
არ ვიღლები სიყვარულში,
ვფიცავ შუბლზე ნაქონ ხალსა.
შემიყვარდით ქალბატონო,
განაცვალებთ თქვენ ერთს თავსა,
ლექსს გაჩუქებთ სალაღობოს,
დაგილოცავთ სალოცავსა.
მინდა ნიშნად მოწიწების
გეამბოროთ ხელზე ნაზად,
და გიმღეროთ ჩემი ნებით
სიყვარულის, რწმენის ფასად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს