ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2011


მთამსვლელი ბიჭი

მიდის... მიიწევს მაღლა,
გულში ჩაიკლა შიში!
სულ არ ეტყობა დაღლა,
ბიჭს-ხერგიანთა ჯიშის!
გამბედაობის გარდა
აქვს თავგანწირვის ნიჭი!
გახევს დიდ რკინის ფარდას
დღეს ეს მთამსვლელი ბიჭი!
მარჯვედ მიიწევს მაღლა,
არ აქვს არაფრის შიში!
არ იცის რაა დაღლა,
არის ხერგიანთ ჯიშის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები