ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2011


ლევან აბაშიძის მოსაგონრად

როს ვიდექი შენს საფლავთან ლევან,
მიმშვენებდა გვერდს პატარა ქალი.
ახლა ვწურავ ფეხით ყურძნის მტევანს,
მკერდში ცეცხლის მიგიზგიზებს ალი.
გულზე ქრისტეს რომ გესვენა ხატი -
თავგანწირვას ნატრობდაო მითხრეს,
იქნებ ერთ დღეს განგვიქარდეს დარდი,
ღმერთმა ქნას რომ მეც მოვესწრო იმ დღეს,
როცა ერი მის სოხუმში შევა
და იმღერებს ’’ვარადას“ ან ’’ლილეს“...
გამარჯვებას იზეიმებს ლევან,
დააფასებს მისთვის გარდაცვლილებს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები