ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2012


შავლეგ

შავლეგ, გიხდება ქართული ჩოხა,
ოსტატის ხელით ნაჭედი ხმალი,
ვერვინ ჩაახშობს გწამდეს შენს ბოხ ხმას,
გვერდით გყავს დედა-ქართველი ქალი.
დაგღამებია ქარის ქროლაში,
შეჭიდებულხარ ქარიშხლებს ჟამთა,
ბევრჯერ ჩაბმულხარ ხართან ბრძოლაშიც,
გადგირჩენია სიცოცხლე სხვათა.
არ დაეშვება ფარდა არასდროს -
სანამ იცოცხლებ ხალხთა გულებში,
მეფე თამარი დღესაც თამარობს
ჩვენს სუფთა ქართულ წმინდა სულებში.
მჯერა: სამშობლოს ისევ დაიცავ,
არ აგერევა ვიცი გზა-კვალი,
შენ გაგიხდია ერი საფიცრად,
დაგირწევია რწმენის აკვანი.
ვაჟკაცს გიხდება ქართული ჩოხა,
წელზე გარტყია მჭრელი მახვილი,
ვერვინ ჩაახშობს ქართველის ბოხ ხმას,
ახლაც ჩაგესმის გულში ძახილი.
დაგთენებია ქროლაში ქარის,
თუმც ხარ ხარივით უღლის გამწევი,
შენი სახატე სამშობლო არის,
ამ გულწრფელ ლექსის მე ვარ დამწერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები