ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2011


შასეი (იაპონური ჩანახატები)

=ჰანამი=


ყვავის საკურა.
დახეთქილ ღრუბლებს დაეღვარა,
თბილ-თბილი საკე.



=რეინკარნაცია=


რბილი დივანი.
ატირებული ცულქვეშ
კრიპტომერია.




=აოკიგახარა=

დღეს კიდევ ერთი სუნთქვა
დააკლდა ქალაქს.
სამაგიეროდ სავსეა მთვარე.




=ორიგამი=

მიმწუხრის ნისლმა
ისე შეუკეცა ფუჯის კალთები,
მთა გავს რუხ წეროს.




=ბრინჯის ყანები=

ბრინჯის ყანები,
სველ მარაოდ გადაშლილი,-
თეთრი ალსეკო.




= ჰარაკირი=

დილის კატანამ
გაუფატრა ღრუბელს მუცელი,
ცის ჭილოფზე,
სისხლისფერი მზე დაიღვარა.





=ნისლი=

ნისლი ფუჯიზე.
დილის ნიავით გაფენილი
თეთრი ორგანზა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები