ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2011


მოწამენი

ქართველებო! ღვთის წყალობა მოდის ციდან,
შესაწამლი ვენახებიც შეწამლეთ,
მოწამენი შევიქენით ჩვენ იმ დღიდან -
რა დღიდანაც ქრისტესათვის ვეწამეთ.
მორწმუნენი ქრისტეს გავხდით ზვარაკები,
მტარვალს ყველა დავუმსხვრიეთ ოცნება,
ლექსის ენით უფალს ველაპარაკებით,
ერი კიდევ ბევრჯერ დაილოცება.
მტკვარში ძველი გადავყარე მონეტები,
ყვავილებიც გავატანე მდინარეს,
მსურს მოგიძღვნათ სიყვარულის სონეტები,
საქართველოს ვხედავ ცრემლდამდინარეს.
ქართველობავ! ღვთის წყალობა მოდის ციდან,
უფლის მადლით ვუმკლავდებით ქარ-წვიმებს,
მოწამენი შევიქენით ჩვენ იმ დღიდან -
რა დღიდანაც ცისთვის თავი გავწირეთ.


გილოცავთ 100 000 მოწამის ხსენების დღეს...
წმინდანების მფარველობით გაერთიანებულიყოს და გამთლიანებულიყოს საქართველო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები