ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გიოგიო
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2011


ემიდიო

გადმოდი ემიდიო,
მაგ ხიდს ვერ ენდობი,
ზღვამ ისე გაკრიჭა და დაავიწროვა
ბაწრები.
ამინდიც გულგრილად გიყურებს
არ გინდა...

(კალდორეს უბანში დღემ იკლო,
ღამდება...
და მთვარე ქუდივით ახურავთ
ღამურებს.
იისფერ წყალს მოაქვს ათასი ნაფოტი
თვალებს რომ გიჭრელებს,
ვერაფრით გაფილტრე..)

გადმოდი ემიდიო.
კვინტებზე აწყობილ გიტარის ბგერებს ჰგავს
ტალღების ხმაური,
ნაპირთან ვუსმინოთ
და მერე წავიდეთ
სკალიას ბაღისკენ,
ვარდების სურნელით
გავბრუვდეთ, გავიბნეთ...
ცხოვრება ამად ღირს ?!
დგახარ და მაღლიდან
ქურდულად უყურებ საკუთარ სიცოცხლეს.
ხიდიდან ფსკერამდე
შორია მანძილი.

გადმოდი ემიდიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები