ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2011


ხილი. შენკენ.

6:00-ვხვდები გათენებამდე რაღაც უნდა მოვასწრო...
წვიმს...
უფრო სწორედ ცრის...
ძალიან ფრთხილად ცრის, ფეხაკრეფით...
სიზმრებით გაჟღენთილი საწოლიც თითქოს ვეღარ მიტევს
და საოცრად მინდება დავპატარავდე....
ვიქნები ძალიან პატარა და მსუბუქი, რომ ზურგის ქარმა კი არა,
სუსტმა ნიავმაც ადვილად მარწიოს თავის ნებაზე...
ვიქნები ისეთი პატარა რომ შეიძლება ვერც შენიშნო
წვიმიან დილას,
ლურჯ დილას როგორ გადავირბენ ტროტუარს,
სადაც ჯერ მხოლოდ ორი–სამი ტაქსი თუ დაღოღავს...
მე კი სასწრაფოდ გადავკვეთავ ქუჩას
და გამოცარიელებული იტალიური ეზოს გავლით
დავადგები შენი სახლის გზას...
მანამ ცა ლურჯია (რაც მეტყველებს რიჟრაჟზე)
უნდა მოვასწრო...
თან შენთან მომაქვს ხილი და ცოტაოდენი ღმერთი...
და მალე ვიღლები (ღმერთმა ეს რახანია შენიშნა)
მოვდივარ, რათა გავიზეპირო შენი მიხვრა-მოხვრა,
როგორც მესამე კლასში, მშობლიურ ლიტერატურაში
საკონტროლო ტექსტებს ვიზეპირებდი,
აბზაც-აბზაც, წერტილ-მძიმით...
უნდა ვიჩქარო...
მანამ ინათებს თეთრად,
რადგან დღის შუქზე ღმერთი ფერმკრთალი ხდება,
უხილავი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს