ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2011


დაგვიანებული საქორწინო არმაღანი




ჩემს  თეაკოს


შენ  თუთის  აკვანს  უნდა  უჯდე,
ასე  სათუთი,
და  ხოხობივით  შეხიზნული
ხეივნის  ჩეროს...
ბედნიერებით  გულავსილი
და  უსათუოდ
ღვთისმშობლის  მადლის
დაგდიოდეს
თვალთაგან
ჩქერი!..

მარადის  ჟამი  მაცხოვართან
გედგას  -  დაწინდვის
მოლოდინისა  -
ცადაყოლილს  ცად  ზართა  ჟღერის...
და  პირველქმნილი პოეზიის  -
უმანკოდ  წმიდის
ნათელმირონი 
კულულებზე
გეღვროდეს  ჩქერად!...
ლექსთამრავლობას
იმშვენებდე  შვილთამრავლობით,
სხეული  ნაზი  -
ყოვლისშემძლის  წყალობით  დიდით
აგიპირთავდეს  სისპეტაკით
ღვთისმშობლის  ღირსით,
ვითარც  ჭურჭელი  სიყვარულის,
ვანი  სიმშვიდის...

რათა  ლექსებად  დაიბადოს
ყოველდღე  პირმშოდ  -
ენის  მშობელის
საფერებლად  და  სანუგეშოდ  -
სიტყვა  რჩეული,
პირველქმნილი,
პირველშობილი,
ხმად  მღაღადებლის,
ხმად  მლოცველის,
ხმად  ღვთისმოშიშის!

10.11.11
რკალიდან „ბარათები ლაზარეთიდან“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები