ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2011


თოვა

თოვს, მაგრამ თოვა მე ხელს არ მიშლის
შემოვიარო ეზო-ქუჩები,
თვალცრემლიანი წავალ კრწანისში,
თუ ამ ქარიშხალს გადავურჩები.
თოვს, მაგრამ თოვა ვერ შეიქნება
ჩემი წამქცევი... სიცოცხლის კვდომა,
მწამს: როგორც ლუხუმს მეც მეღირსება
ლაშარის გორზე ბედად შადგომა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები