ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2011


ცივი წყალი ცხელ გულზე...

      თავს ვიკატუნებ, დროს ვატყუებ ( ხანის ამბავში),
      დროც პირმოთნეობს, თუმც, მთავაზობს კატაბალახას.
      მოჰგავს წარსული ცივ თონეში ჩაყრილ ლავაშებს,
      და მაინც მაწვდის გამხმარ ყუას ისე, ალალად...
      რა შეიცვალა? მკითხე, მაინც ვერ გიპასუხებ,
      ისევ თავნება გოგო დახტის ფიქრის მინდორზე.
      გულს კი "სიმშვიდე" რამდენიც არ გადავახუხე,
      მაჯის დაცხრომა კვლავ არა და არ მოინდომა...
      აბურძგნული აქვს სიჯიუტეს ტანზე ბალანი,
      ”სხვა ოპერიდან” ასრულებენ წლები არიებს.
      ვერ ვეგუები ასაკი რომ მავლებს გალავანს
      და ყველაფერზე პასუხი აქვს, რაც მთავარია...
      რა სიწყნარეა ჩემს აწეწილ მიეთ-მოეთში,
      სულსაც რამდენი მღვრიე წყალი ჰქონდა ნაყლაპი.
      რა ვითავცემე, სიდინჯე რომ არ შემომეშვა,
      სხედან ვნებები და ცხელ გულზე ცივ წყალს ნაყავენ...
                          14.11.11             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები