ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2011


ჰო მეგობარო....

ჰო მეგობარო, მივდიოდით ორნი
მიმოფანტულ გვამებს ვაბიჯებდით
მე ვკანკალებდი, შენ - იდექი
კაკაოსფერი ღამე იყო,
ჰო, მეგობარო, ომი...
შენ მითხარი რომ გციოდა.
მთელი გზა ბუტბუტებდი რაღაცას
(ახლაღა ვხვდები რომ ეს იყო იმ გვამებივით
გაფანტული ლოცვა გადარჩენისთვის)
მაშინ პირველად ვიფიქრეთ რომ ჩვენ
შეიძლებლებოდა ვწოლილიყავით
ამ გვამების გვერდით და მერე
ვიღაც ფრანგი არჩადენილ გმირობას
დაგვაბრალებდა...
ღამეც–მშიერი. ხალხის არ იყოს.
გათენება შემოეჭამა...
ლამპიონის ქვეშ ვიჯექით ორნი,
შენ დააცემინე,
მე სიცოცხლე გისურვე,
რასაც მოჰყვა შენი ღიმილი.
ჰო მეგობარო...
მაშინ შენ მოკვდი.
მე კი ყურებზე ავიფარე ხელები
და მერე ვიღაც ფრანგმა
დაწერა შენს გმირობაზე,
რომ მეგობრის ნაცვლად
შენს ტანს შეეყინა ნასროლი ტყვია.
ზაფხულის ღამეს.
შენი გათენებაშემოლეწილი სხეული კი
ჩემი არსებობის სანაპიროზე დავკრძალე.
ხარ დღემდე ახლოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს