ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე-კომლაძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2012


  ჩამოტვირთვა

* * * ლოცვა * * *

მას ჟამსა შინა, რა ვსცან პირველად ღმერთი ჩემი,
მკრთალი სიცივით დამარხული ემბაზის ფსკერზე.
ველოდი სიკვდილს, როგორც ახლა ნაძვის გირჩები
ელიან თოვას...
დაეკიდა კისრის სისქეზე

ჯვარი, რომელიც მამის ხელმა გულზე მომარგო.
მამის რომლისაც აღარც მახსოვს უკვე კეთილი
თვალებიც. მერე იყო თოვა. არც ისე კარგი
გამოდგა ხორცი სულისათვი და ასე თლილი,

საარცერთფეხო ბილიკებით ვიარე. ახლა,
ფარვანებივით ემალება ჩემი თვალები
ყველა სინათლეს და მათ შორის ამოსულ სახლებს
იების მსგავსად.
სახლი იყო მშვიდი და წლებიც

მარტივი, რადგან მარტივია იცხოვროს სამმა
ერთხორც და ერთსულ და თან და თან წარსულს მიწაში
ვმარხავდით. მერე იყო ქარი და იყო დრამა,
თან ისე კარგი, რომ ფოთლებმაც დამიკრეს ტაში

და კარჩაკეტილ თებერვალში ვიყავით ორნი,
საერთო გვქონდა ხელები და ცივი მზე მრავლად.
მე, თუმცა, ტკივილს დავატარებ შავ ფილტვებს შორის,
თვალებში მიანც არგამხელილ იმედებს ვმალავ.

მას ჟამსა შემდგომ, რა ვსცან პირველად  ღმერთი ჩემი,
ჩუმი სხივებით რომ დაეცა მბზინვარე ოლარს,
ველი მას მარტო როგორც ახლა ნაძვის გირჩები
ელიან თოვას
ელიან თოვას
ელიან თოვას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს