 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 22 ნოემბერი, 2011 |
ცაა ისეთი, ჩვენ რომ ძლიერ გვიყვარს, ერთაოზ, სიყვარული კი ბრუნვადია, ბრუნვადი, ხვდები?.. ყველა კანონი ავაყირავოთ, დედამიწასაც კი ვეკამათოთ და დავამტკიცოთ: რომ ხელები ვაქციეთ ფრთებად! არ დაგიცადოს მარგალიტამ, რა მოხდა მერე?.. არაა სანდო მარგალიტას ფაფუკი მკერდი... ამ სულცარიელ და ჟღარუნა ადამიანებს არ ენდო, გესმის?.. დროა უკვე, ერთაოზ ჩემო, გავფრინდეთ უნდა... გასაფრენად მზად გვაქვს: ხელები... ვფლობთ სულს და სხეულს: ზედმიწევნით და გონივრულად... გველოდებიან: ცაც, მწვერვალებიც, ნისლები რომ მოუხვევიათ... ჰო, სიყვარული – ბრუნვადია, გვაბრუნებს ჩვენაც... ბედისწერაა ესეც, ალბათ, ჩემო ერთაოზ, ბილიკის ბოლოს რომ შეგვყარა ერთმანეთს ღმერთმა... ცაა ისეთი, ჩვენ რომ ძლიერ გვიყვარს, ერთაოზ!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ეე რა მაგარია :))))) ეე რა მაგარია :)))))
8. ჰო, სიყვარული – ბრუნვადია, გვაბრუნებს ჩვენაც... ბედისწერაა ესეც, ალბათ, ჩემო ერთაოზ, ბილიკის ბოლოს რომ შეგვყარა ერთმანეთს ღმერთმა... ცაა ისეთი, ჩვენ რომ ძლიერ გვიყვარს, ერთაოზ!!! მომეწონა. რაღაც უცხოა და განსხვავებული. დაჯე უფრო შევკვეცავდი ტექსტს ... ჰო, სიყვარული – ბრუნვადია, გვაბრუნებს ჩვენაც... ბედისწერაა ესეც, ალბათ, ჩემო ერთაოზ, ბილიკის ბოლოს რომ შეგვყარა ერთმანეთს ღმერთმა... ცაა ისეთი, ჩვენ რომ ძლიერ გვიყვარს, ერთაოზ!!! მომეწონა. რაღაც უცხოა და განსხვავებული. დაჯე უფრო შევკვეცავდი ტექსტს ...
7. კარგია, ვფიქრობ, კინოც რომ არ ჰგქონდეს კაცს ნანახი, მაინც იმავე ხარისხით აღიქვამდა.
მისტიკა და პატარა სევდა... კარგია, ვფიქრობ, კინოც რომ არ ჰგქონდეს კაცს ნანახი, მაინც იმავე ხარისხით აღიქვამდა.
მისტიკა და პატარა სევდა...
6. ნუ ეხლა სანდო არაა მაგრამ, მმმმმ............ ნუ ეხლა სანდო არაა მაგრამ, მმმმმ............
5. გავფრინდეთ უნდა... :) ნეტარ არიან მორწმუნენი...
გავფრინდეთ უნდა... :) ნეტარ არიან მორწმუნენი...
4. ეს ლიტკლუბში წავიკითხე და მომეწონა. ეს ლიტკლუბში წავიკითხე და მომეწონა.
3. ამ გვერდზე სხვაგვარს არც ველოდი, როგორც ყოველთვის დიდი სითბო მხვდება აქ... ++ ამ გვერდზე სხვაგვარს არც ველოდი, როგორც ყოველთვის დიდი სითბო მხვდება აქ... ++
2. ყველა კანონი ავაყირავოთ, დედამიწასაც კი ვეკამათოთ და დავამტკიცოთ: რომ ხელები ვაქციეთ ფრთებად! მე შენთან ვარ... დავამტკიცოთ რომ სიყვარული ბრუნვადია და თანაც ვერტიკალური...:)
ყველა კანონი ავაყირავოთ, დედამიწასაც კი ვეკამათოთ და დავამტკიცოთ: რომ ხელები ვაქციეთ ფრთებად! მე შენთან ვარ... დავამტკიცოთ რომ სიყვარული ბრუნვადია და თანაც ვერტიკალური...:)
1. სიყვარული კი ბრუნვადია, ბრუნვადი, ხვდები?.. ყველა კანონი ავაყირავოთ, დედამიწასაც კი ვეკამათოთ და დავამტკიცოთ: რომ ხელები ვაქციეთ ფრთებად!
უუუუ, მომეწონააააა! გაიხარე, ნია-კო! 5 სიყვარული კი ბრუნვადია, ბრუნვადი, ხვდები?.. ყველა კანონი ავაყირავოთ, დედამიწასაც კი ვეკამათოთ და დავამტკიცოთ: რომ ხელები ვაქციეთ ფრთებად!
უუუუ, მომეწონააააა! გაიხარე, ნია-კო! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|