ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2008


დარაბები

მონანიება დამჭირდება საკუთარ თავთან-
შემყვარებიხარ...
იზლაზნებიან უსახური ლოკოკინას მსგავსად წამები
როცა შენ არ ხარ, ლორწოს ტოვებენ,
საკმარისია წუთით გამოჩნდე,
გინესის რეკორდს ამყარებენ მყისვე სირბილში
არამზადები! და მაწამებენ.
მე ალბათ დღესაც ვერ მიხილავ სულის ფანჯრებში,
მოვეფარები ნაცრისფერ და უშნო დარაბებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები