ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2011


ტვირთი


ეს ტვირთი იქნებ
შემიმსუბუქო, დედა,
მახსოვრობა წამოვიკიდე ზურგზე.
პირველი შეცხადებიდან,
რანაირად იცოდნენ მაინც _
აძაგძაგდებოდა სოფელი შიშისგან,
ერთი კაცით პატარავდებოდა და
სამაგიეროდ ბაბინეს, ხარიტონის,
ანგელინას, პასიკოს,
ნათელას, ხახუტიას,
/ყველას რა ჩამოთვლის!/,
ცრემლით იზრდებოდა.
გავრბოდით ზაფრით გამოღვიძებულნი,
სასწრაფოდ ხალვათად ჩაცმულნი,
უსასრულო თუ
სივრცედაკარგულ დროში.
და გარბიხარ, ადამიანო,
იქ რომ მიირბინო -
კულულებიანი,
თვალებციმციმა ბავშვობიდან
ამოზვინულ ბორცვამდე,
შენს გულზე ამობიბინებულ ბალახამდე.
იქ ღმერთია, თუ სიცარიელე?
გავრბოდით გაუცნობიერებელ
ცნობისმოყვარეობით.
მასთან, ვინც ამ სოფლისა
უკვე აღარ იყო და
სხვა სამყაროს შესახლებოდა.
შემოვუვლიდით გარდაცვლილის ცხედარს,
დავდგებოდით ჭიშკართან
და ვიწყებდით სიკვდილზე მსჯელობას.
ვითომ ამ წუთისოფლისა ხომ
ყველაფერი გაგვეგებოდა
და ახლა ზესთასოფლის კანონები
გვინდოდა გაგვერკვია.
დედა, ახლა შენ იქ ხარ
სიცარიელეში გამქრალი,
მე _ მოგუგუნე მეგაგალაქტიკებიან
სამყაროს საფუტკრესავით
აზუზუნებულ ქაოსში.
ვიგემე სიტყვა... ვიგემე ქალი ...
ბოლოს იმ ერთსაც ვიგემებ და ...
მერე მეც ჩემი შვილების
მხრებს დავამძიმებ,
ზუსტად ისევე, დიდი თოვლი რომ
ჩამოხრის ზამთრით სუსტ ტოტებს.
და ახლა ვფიქრობ,
არაფერი, არაფერი
ჩერდება ერთ წერტილში....
არათუ წამი, კესიცა და
კესის მეათასედიც
არ ჩერდება....
ნული არ არსებობს,
ვერ მოიხელთეს, ვერ მიაგნეს
ფორმულას აწყმოს.
და რა გამოდის _
სიცოცხლე ჩვენი _
მარადიულ ხსოვნათა ჯამი ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები