ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

ძარღვები (ნათია მამალაშვილს)

გაყინულ ზეცას შეახმა მთვარე,
დაიკაპიწეს მთებმა კლდეები,
გაუფერულდა სისხლი ძარღვებში,
ნათ, მგონი რაღაც უცხოს შევებით



სიზმრებში, სადაც მოგვტაცეს ღამე,
სადაც დაატყდათ დღეებს კადრები,
სადაც გაუჩნდათ კიბო აივნებს
და მიაბარეს მიწას სახლები



ჩვენი. და ობი გაუჩნდათ ტანებს,
შემოსილ ტანებს მზით და ძარღვებით,
ვიცოდით მიწას გაუსკდა გული,
მაგრამ არც ერთი ეჭვს არ ვბადებდით,


რომ ვიცით რამე ფორთოხლისფერი,
მიმართულება ბრტყელი პლანეტის...
ვთქვით, რომ ტკივილმა გადაგვიარა
და დავიღალეთ წყენის ტარებით...



ნათ...
ზეცასმიმხმარ მთვარეს ვსწავლობ რომ
გავიზეპირო შენი აზრები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს