ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2011


დაგვიანებული მიძღვნა

                                            მარიამ მანთიძეს

არ შემიძლია ვისაუბრო ახლობელ ხალხთან-
მარ, უნებლიედ წამომცდება ჩემი ტკივილი ,
მინდა ეს ღამეც უმოწყალოდ ავიგდოთ მასხრად
და არ შევიქმნათ სევდიანი, მოტკბო იმიჯი


როგორც ამ ხალხმა, როგორც ზოგმა და როგორც ყველამ
არ გავყოთ თავი ჩვენთვის განგებ გაკვანძულ ყულფში,
გვჯეროდეს მაგრად დახუჭული თვალებიც ელავს
ჩვენს მშვიდ ფიქრებს კი ღმერთი ჩუმად იგროვებს მუჭში....


გვჯეროდეს რაღაც მაინც არის მიხურულ კარში,
უკან რომ ვიღაც სულ გგონია ამოტუზული,
რომ დედაშენი სულ ტყუილად არ ამბობს "ამინ"
იცის ღამისგან მთვარე შენ გყავს გამოწურული,


ცას ამიტომაც დაყვლეფილია ორივე მუხლი
და სიმწრისაგან დედამიწას გადმოემხობა...
რა იქნებოდა მიწის სუნთქვას სულ ერთი წუთი,
სულ ერთი წვეთი სისხლი ჩვენთვის გამოეზოგა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს