ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2011


თურმე

გედმა გააპო ტბის ზედაპირი,
ლამის დაიმსხვრა ბროლივით ტბა,
ჩემს გულს ვერ ვუპოვე ვეღარსად ნაპირი,
კანკალმა ამიტანა...
თუმც, სადღაც დამითბა...
დავეძებ...
სხეულში ჩემივე სულს და ვერ
ვპოულობ ვეღარსად...
სიმშვიდე შორია
და ასე ძებნაში საზღვრის გარეთ გაველ,
ვინ იცის, რამდენ ცას,
ტბის ნაპირს მოვიარ...
ვიხსენებ ჩემს წარსულს...
ვერ ვხატავ მომავალს,
თუმც ვხედავ დასასრულს,-
საფლავთა  შორს არის...
მიხმობს და თავს მიხრის ტირიფის სადგური
მთაწმინდა,-
საც სახლობს მსოფლიო მგოსანი...
არ ვიცი, ვფიქრობ თუ ფიქრი არ მშორდება,
ფაქტია -
ერთმანეთს ვეღარ გავეყარეთ,
დღეს სევდის საბანი უნდა გადავიძრო,
მოდი ვარდისფერო, ახლავ დამეფარე,
მოდი და დავივიწყებ წარსულ განშტოებებს,
მოდი და შევეცდები ღიმილს ვუერთგულო,
დღესვე მივატოვებ საქმრო-მარტოობას,
ო, რა სევდიანად ფეთქდი
თურმე, გულო...

















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები