ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ჯაი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2011


მე და შენ.....

მე და შენ ვუხდებით ერთმანეთს როდესაც
გალუმპულ საღამოს მხრებიდან ვიშორებთ.
კამათი ქუჩაში ორკესტრსაც მოესმა
კარგი განწყობისთვის ტყუილად ვიშრომე...

მე და შენ,მორიგი, ჩვეული წყვილი ვართ.
რადგანაც არაღმართულ ახლა მწვერვალზე.
ჩვენ ვეღარ ვისაუბრებთ თუნდაც ძირითად-
თემებზე... ან სულაც ფოთოლცვენაზე...

მე და შენ, ო ღმერთო რამდენი ხანია,
უერთმანეთობის ტკივილი რომ გვჭირს.
ხელებს დამიკოცნი და მრავალხალიან
ზურგზეც ჩამომყვები ხერხემლით გაჭრილს...

მე და შენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები