ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2011


რომ შემძლებოდა


რა მოხდებოდა, რომ შემძლებოდა
გულში ჩახედვა, ფიქრების გაცრა...
რომ შემძლებოდა ღრუბლის გაწურვა,
თოვლისთვის სველი სიცივის გაცლა...
რომ დამეხატა სხივების ჩრდილი
და ვარდისფერი ღამის სიბნელე,
ჩემი თვალებით რომ დამენახა
ამდენ სიყვარულს როგორ ინელებთ...
რომ შემძლებოდა მთელი სიკეთის
ისრებად შეკვრა და გამოტყორცნა!
ან მწუხარების ცრემლიდან შთანთქმა
და წამწამებზე მათი დაკოცნა...

თუ სამოთხეში არ არის ღამე,
მაშინ მითხარით როგორ თენდება?!
ვიხილო მინდა შეშლილი მთვარე
ლიმნისფერ აისს როგორ ნებდება...
მინდა შევიგრძნო ვარსკვლავთა ცქერით
ყვავილისფერი სიმღერის ვნება,
დრო გაიწელოს, ან სულ გაჩერდეს
როცა ფიფქები ჰაერში დნება...
რომ შემძლებოდა დამეშვა ციდან
ამ სიყვარულზე ფიქრების თავსხმა,
მაშინ, უთუოდ შემეძლებოდა
ჩემი შენდამი გრძნობების ახსნა!..

                                          2008 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები