ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ გ ზ ა ვ რ ი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2011


ღამის სამია მამაჩემო

ღამის სამია...
ღია ცას მკვეთრად ირეკლავს თოვლი.
მამა, შენს ხმაზე სოფლის ბოლოზე დადუმდა ხროვა
თეთრი მგლებისა,
რადგან ტირი, უფრო მეტად კი საუბრობ მოთქმით
დედის ცხედართნ
და დემონებმა შეისმინეს ვგრძნობ შენი ოხვრა
რადგან აფრინდნენ!
უკვე აფრინდნენ ხის სასახლიდან
და არ არსებობს არ შეისმინოს უფალმა ლოცვა.
...მშვიდად წავიდეს ბებია იქით,
მშვიდად წავიდეს და გაიხაროს თავისი მოდგმით-
შვილებით მამა,
შვილიშვილებით, მათი შვილებით,
აწ და მარადის გაგრძელდეს გვარი ხუციშვილების!
...ერთდ მოვწიეთ უკვე ”Marlboro”,
ცრემლი დაგიშრა ამდენი გლოვით...
ღამის სამია მამაჩემო,
ღამის სამია
და ჩვენს ეზოში ღია ცას მკვეთრად ირეკლავს თოვლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები