ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2011


სახრჩობელა

იხრჩობა დამტვერილ წიგნებში ფაუსტი
და მეფისტოფელი ნიადაგ აცდუნებს,
ვერ უძლებს ფაუსტი განდეგილ ცხოვრებას,
ვერც ლამაზთვალება ანგელოზთ, - მაცდურებს.

იხრჩობა დამტვერილ წიგნებში ფაუსტი,-
დამტვერილ ვნებებში ბოკაჩო იხრჩობა.
ვერაგი ეშმაკის გადასადევნებლად
ფაუსტი სანთელით თავის თავს იხრჩოლავს.

აქეთ ოფელიას გაუთვლელ ქმედებით
ვიღაცა ჰამლეტი იხრჩობა ეჭვისგან.
ყბა გადაეღალა ოტელოს ‘’მოკეთეს ‘’
ახალი, ცხელ-ცხელი ჭორების ღეჭვისგან.

ვითომდა მეფეს, - ლირს, საბრალო ბერიკაცს,
ბედნიერება არასდროს  ეღირსა ,
ეს ლირი დაიხრჩო საკუთარ შვილებით,
აქით დოსტოევსკი დაიხრჩო ბნედისგან.

იხრჩობა ღვინოში ჟინით დამშეული
ბოდლერი, და მაინც: დაასხი, დალიე!
ესენინმა და ხუჭუჭა პუშკინმა
ცხოვრება შაგრენის ტყავივით გალიეს.

ჰაინრიხ ჰაინე სიტყვატკბილ სონეტებს
როს ქმნიდა,ღამითაც არა,არ ეძინა,
რელსებზე გადაწვა ახალგაზრდა ქალი,
ეს ქალი ყოფილა ანნა კარენინა.

ათასერთი ღამე გალია არაბმა,
ღამეების დათვლამ ვერაფერი არგო,
სილამაზისა და სიყვარულის გამო
დაიხრჩო სხვის მკლავებში დედოფალი მარგო.

არც ისე ბევრის,თანაც ყველაფრისმთქმელ
როლანს, გაუსწორდნენ ლამის ხელკეტებით,
შავი თმის ბუჩქმა და თეთრ შუბლის სერმა
დაახრჩო ყმაწვილი მთლად,- შანდორ პეტეფი.

თუნდაც კოელიო- თამამი, უხამსი,
იხრჩობა მარიას გასაკვირ სიძვაში,
მარიამ გაშალა სიმრუშის ლოგინი
და ბედის მოსვლამდე დღე და ღამ იწვა შიგ.

დაიხრჩო შექსპირი, გოეთე, ბოკაჩო...
ვინ ვნების მორევში; ვინ ბედის წერაში
და რისი გულისთვის თეთრ-მამრი გედები
მღერიან მეწყვილე მდედრების ძებნაში?!

რომლისთვის დავიხრჩო ღმერთმანი, არ ვიცი,
ისე ვარ ამ ჯაჭვში რგოლისებრ ჩართული,
თუ მოვკვდი, ოდესმე თუ მოვკვდი უფალო,
გვედრი, სახრჩობელა რომ იყოს ქართული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები