ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ჯაი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2011


(სტატუსის გაგრძელება)

"რა უსაშველოდ ჩამოთოვა ჩვენთან მარგარეტ."
თქვენ არ იცით და მე ავად ვარ...გავხელოვნურდი.
წერილებით და ჩივილებით თუკი დაგღალეთ,
ჩაის მოვწრუპავ ლიმნიანს და ცოტა მოდური-

საუბრებიდან რომ გადავალ ირონიაზე.
რომ ოთხ კედელში დამწყვდეულ ჩრდილს გავაქილიკებ.
რომ გავიხსენებ რა აზრის ვარ-შენზე...იმაზე...
სეირნობით რომ გავათავებ ცამდე ბილიკებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები