ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2011


ხეტიალს ვერ გადაჩვეული გულისა



ხშირად რომ დამსხვრეული
ხელ-ფეხიც მიხევდება,
ეგ გულიც რომ  კვლავ ხელობს,
და კვლავ მიხმობს ხეტებად...
ცარგვალს კვლავ რომ დაუვლის
ჟრჟოლად ცეცხლის შენთება,
კვლავ ვით დღესასწაული
დილა რომ მითენდება,
ვიდრე ცას გადაუვის
სარკმლით რომ იხედება
მკერდს რომ ამიხმაურებს
გულიც კვლავ რომ მხნევდება
და ჩვეულად აურევს
და კვლავ მიხმობს ხეტებად...

ამდენ ძალას საიდან
ან რად მჩუქნი უფალო
ის ხომ იმდენს აიტანს
რამდენსაც უწყალობებ
კვლავ ცის მხმობენ ხმანი და
ეს არ არის უბრალოდ
ხმა...
და სხვა მეც რა მინდა
მჯობნი ციურ გალობის...

ღდინზე ნაქარბუქალო
ხსოვნავ, დღეთა, განვლილთა,
რომ არ გაქრეს უკვალოდ
კვალიც წარმავალობის
კვლავაც გულით ვუგალოთ
მხსნელსა და მახარობელს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები