ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2011


თამთას

ბეთანიის კედელზე
მოხატული ფრესკა ხარ,
იქ იდექი ყოველთვის -
მყარად სადაც დღეს დგახარ.
შარავანდით მოსილი
შემოგყურებს ქვეყანა,
განა სხვისი... შენია
ეგ მინდორი, ეგ ყანა.
მსურს... სულ მსურდა ეგ სახე
ბედნიერი მენახა,
გურამის დარ ბიჭების
მუზა... აღმაფრენა ხარ.



თამთა...


თამთა, ყივჩაღებს უფრთხილდი -
თუ არსებობენ კიდევა,
გველოცოს მათი სულისთვის -
ვინც მოგვიპოვა დიდება.
საკუთარ რწმენის გულისთვის
ვხედავ: კანდელიც იწვება,
შენ გაჩნდი სიყვარულისთვის
და გინდა არდავიწყება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები