ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ჯაი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2011


მე რომ აგიხსნა...მე რომ გითხრა...

მე რომ აგიხსნა თუ რატომ ხარ ასეთი კარგი,
რატომ მიყვარხარ მტკაველ-მტკაველ და წერტილ-წერტილ.
თვალზე წამწამად, ტუჩზე ღიმმად ამომექარგე,
ო, რომ შემეძლოს, შენზე ათას რამეს დავწერდი...

ან როგორ გითხრა, რამდენ რამეს ვიკადრებ შენთვის.
რამდენ სიძნელეს გადავლახავ,რამდენ ბარიერს.
და ის მომენტიც, ჩემი ცრემლი შენსას რომ ერთვის,
როგორც სიმწვანე მინდვრის ერთვის ყვითელ ბაიებს.

მე რომ აგიხსნა თუ სადამდე გრძელდები ჩემთვის
რით განსხვავდები სხვებისგან და ღმერთისგან არც კი.
რომ ყველაფერი აბსურდია თითქოსდა ჩვენთვის
ჩვენს ირგვლივ-სხედან,დგანან, წვანან ვინც კი და რაც კი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები