ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2011


ორსტროფედები

და აბელს უჩანს ჭრილობა ღია,
და ერთად ლაღობს კაენი ყველა,
და ლოდის ქვეშაც ამოდის ია,
ღაწვზე დაბნეულ ცრემლების ხელა.
ზღვაც ღელავს, ზვირთებს რისხვით ჰყრის
ცამდე
(მზე, თუნდაც ერთი საათით, რად ღირს!),
კაცი ხარ, ახლა შეები ტალღებს
და მერე მიწვდი იქიდან ნაპირს.
                                                    1982წელი
                                                   
***
თითქოსდა ქარებს საფეთქელს ვახლი,
რომ ვრჩები მარტო და გარიყული,
სავსეა წვიმით მშობლების სახლი,
ობოლ ბავშვივით ტირის რიკული.

ამწეწავს ფიქრი და ბნელი ქუჩა
უსასრულო გზით სოფლისკენ მიდის,
მე ვხედავ, ჩემკენ მორბის ალუჩა,
ხელებს საყვარელ ქალივით მიწვდის.
                                                      1983
***
თოვს... გაგიჟებული ფანტელები
მხრებით ეხლებიან კარ-მიდამოს,
ისეთი დელგმაა, ავფერები,
ქარმა არ იქნება, არ იდაოს.

ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე,
ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს, ოჩანს,
თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე
და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს.
                                                1984
...
/ოთარ ჭილაძეს/

ძალიან გვიან მოვიდა თოვლი,
და გასულ ზამთარს არაფრით ჰგავდა,
და მძიმე მაგრამ ნანატრი თოვლი,
უხმოდ დნებოდა დარაბის კართან.

და იქვე ყინვით დაზრული კაცი,
ეძებდა ზეცის ბილიკს დანატრულს,
და ედებოდა სიცოცხლის ფასი,
ძალიან გვიან მოსულ გაზაფხულს...
                                                  1985წელი







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები