ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2011


მარიამს..

მარიამ, ღამეს - მთვარიანს-
-უყვარხარ და მზეს გირიგებს,
გარიგებს ,არადა იცის, რომ
ორისთვის, ცრემლებს გაისვრის,
ზეცა დაითვლის მთვარისგან-
-დუელში ნასროლ გვირილებს,
მზე კი ცეცხლიან რგოლებით,
ღრუბლებში საფლავს გაითხრის...

მთვარეც... რევოლვერს ჩახმახში,
გამოკრავს თითით - მოცარტის-
-კლავიშის- ბილიკს დო- რე- მი-
-ფა- სო- ლა- სი- დო, გაკაფავს,
მე შენს მომავალს, ნაპირზე
ანკესით ვხატავ- რემბრანდტის
მზის ჩასვენებას მარიამ...
მხოლოდ მე და შენ ჩავყლაპავთ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები