ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2011


ხსოვნის ანაბეჭდები


უშნო გოგო იყო,
ჭორფლიანი, სათვალიანი,
სუყოველთვის ბოლო მერხზე
იჯდა მოწყენით,
სკოლა ისე დაამთავრა,
გაღიმებული არ გვინახავს.
ობოლი იყო,
სამოწყალოდ მამიდა ზრდიდა;
მუდამ რაღაცას ბუტბუტებდა
თავჩაქინდრული.
ვერ გაარკვევდი,
ლოცულობდა, თუ
საზეპიროს იმეორებდა.
ზოგი დასცინოდა,
ზოგსაც ებრალებოდა,
ზოგი კიდევ ეცლებოდა,
როგორც კეთროვანს.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
იყო მეორეც,
ნუკრისთვალება, ლამაზფეხება,
ტანი რომ აიყარა,
მკერდი რომ დაუსრულდა,
მთელი კლასის ბიჭები
იმას მივშტერებოდით
გალენჩებულნი.
სათითაოდ ყველას გვიყვარდა,
მიდიოდა და ნიავივით
მიირხეოდა.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _
წვიმებს იწყებდა ...
და ჭერიდან ნადენი წყალი,
ჭორფლიანი გოგონას სევდად,
როგორც ცრემლები,
წვეთავდა და წვეთავდა
გამუდმებით...
                                            1984 წელი





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები