ნარინჯისფერი ბაყაყი ლუწფურცლა გვირილების ველიდან ოი კენძაბურო(თარგმანი ბაჰაშა მალავიდან...კომპიუტერითა)
თავი1. ტყე
სიწვინტლე შეჰპარვოდათ ხეებს. აქა იქ ქარისგან მოტანილი ცელოფნის(ვიცი, პოლიეთილენია სწორი ფორმა, მაგრამ ეს უხდება.ავტ.შენ.) პარკები თუ გამოანათებდა მხიარულად, თორემ სხვაფრივ მომაბეზრებელიც კი იყო წვინტლიანი ხეების ქარვისფერი სიჩუმე. ამაზრზენია აფრიანი ნავით პირდაპირ ტყეში შეცურვაო,-გაიფიქრა ქაჩალმა ვოლდემარმა და ღუზა მაინც ნახვრეტივით დააგუნდავა. ფრთებდაჟანგული ავტო ნაწილობრივ საცალფეხო ბილიკზე ასკინკილობდა. ეს მანქანა რიღასთვის ავიკიდე სათრევადო-ხმამაღლა წარმოსთქვა ქაჩალმა ვოლდემარმა, საქარე მინაში ხელი გაყო და აკუმულატორი შორს მოისროლა. უაკუმულატოროდ გაგრანდიოზებულმა მანქანამ ბუნებრივად მოუმატა სისწრაფეს და ვოლდემარს მოეჩვენა , რომ ავტო უწინდებურად მორცხვი აღარ იყო. ბილიკი ალბათ ქალაქისკენ მიიფანტებოდა. ერთი სული ჰქონდა ვოლდემარს, ქალაქიც წვინტლით სავსე შეჰგებებოდა. ყოველ შემთხვევაში ფერადი ცელოფნის პარკები წვინტლიან ხეებზე დამაიდებლად ანათებდა და მორცხვმანქანადყოფილმა უფრო აუჩქარა ნაბიჯს, თითქოს მძღოლს ჩანაფიქრი გამოუაშკარავაო. არც თუ ისე მოულოდნელად, ნამეტანი ხმამაღლა აჩხავლდა საბარგულში შარშან დამხრჩვალი ღნაჩვი ,-ეტყობა ბაყაყი იგრძნო სადმე, არც შემცდარა. ბილიკი მართლაც მინდორში გადიოდა, ყოველ შემთხვევაში ვოლდემარს ასე მოეყურა. ღნაჩვიც დაწყნარდა, ეტყობა მოიმიზეზა, რომ ჯერ კიდევ შარშან დაახრჩვეს. უცნაური სანახაობა გადაიშალა ქაჩალი ვოლდემარის თვალწინ. წვინტლიანი ტყე მიწიდან ამოჩრილ კუნძებში გადადიოდა ფასკუნჯივით. თუმცა რაღა კუნძები ეთქმის?- კაცის სიმაღლეზე გადაჭრილი ხეები იყო. არსად არ ჭრიან ხეებს ამ სიმაღლეზე, გადაუკოტრიალდა ფიქრი ქაჩალ ვოლდემარს, აქ ნიშანდობლივ რაღაცაში ბანცალებდა საქმე: სავარაუდოდ, თადარიგიან ქალაქელებს ზამთარში შეშა შემოაკლდათ, თოვლი კი წელამდე იდო და რაც თოვლს ზემოთ ნახეს, იქვე მოჭრეს ცხვირმოხოცილი ხეები, თორემ აბა ზამთარში წვინტლიან ხეებს სადა ნახავ? ერთ თვალებგაფართოებულ წვინტლიან ხედყოფილზე კი ლუდით სავსე ბოთლი იდგა. ვოლდემარმა მორცხვადყოფილი ავტომობილი მეზობელ ხედყოფილს მიაყუდა და ბოთლი ჩამოიღო. -ღნაჩვო , გასახსნელი გაქვს? სექსუალური უმრავლესობის სექსუალურობით ჰკითხა ქაჩალმა ვოლდემარმა და ყურები და ტუჩები ერთად გააწკლაპუნა.ქორწინებამდე მქონდაო თუ არსად წავიდაო,ღნაჩვმა თითქმის წკლაპუნითვე უპასუხა, ოღონდ ალბათ იასამნისფერი ფეხის წკლაპუნით. (აყუდებული ავტოს საბარგულიდან ღნაჩვის ხრინწიანი ბარიტონი მოხერხებულად არ ჩანდა.) ვოლდემარმა სარკე მოიმარჯვა გასახსნელისთვის. დამხრჩვალმა ღნაჩვმა ცისატრყელასავით ამოაბოყინა და ფართოფარფლებიანი ცილინდრის ფორმის ჩაფხუტის ჯიბიდან ელექტროგასახსნელი გადმოთოვლა. -ქაჩალო ვოლდემარ, ლუდს მეც დამიღვრი? შეეფორიაქა ღნაჩვი ვოლდემარმა ღნაჩვის შეკითხვა პასუხის ღირსადაც არ ჩააცვა, შუშის ბოთლის ძირი ლურსმნით გახვრიტა და ლუდს გამოესარჩლა. ლუდს შეშისმჭრელების შარდის გემო არ ჰქონდა. ვისი შარდი იყო ვოლდემარმა ვერ გაიგო, ეტყობა ვინმე მიზანში გარტყმაში თავის თავს ეჯიბრებდა და დამარცხებულს ცხვირმოხოცილ ხედყოფილზე გამოლენჩებულ ბოთლში უნდა ჩაეფსა. ფერიც დამარცხებულის ფსლის ფერი ჰქონდა. ღნაჩვი სიცილით მოკვდა, ამჯერად უკვე მეცხრედ და ისევ საბარგულში შეფრინდა გამოსაღვიძებლად და დასასევდიანებლად. ქაჩალი ვოლდემარი შარდის წრუპვა–წრუპვით ლუწფურცლა გვირილების ველზე შეფრთხიალდა. გვირილები მოწიწებით ელოდნენ მოწყვეტასა და "ვუყვარვარ–არ მეშინიას" ფურცლებად გადატიხვრას. გვირილა ხომ მუდამ მოლოდინშია?! ვოლდემარმაც მოწყვიტა ორმოცდაშვიდიოდე და ყველა სათითაოდ გადატიხრა. აღმოჩნდა, რომ ის არავის "უყვარდა" და ყველა გვირილას "არ ეშინოდა" ეკერა პირზე, (ერთხელ მაინც უკუღმა დაეწყო გადატიხვრა–ეგებ ვინმეს ჰყვარებოდა მეცხრედ მოკლული ღნაჩვის მეტს), მაგრამ რას გააშალაშინებ?–ქაჩალია და... გაუხარდა! როცა უყვარხარ ვინმეს იმას ხომ "არ მეშინია" ჯობია! ბამბით დამძიმებულ–დაგვირისტებული ზურგჩანთიდან ბინოკლი ამოკეცა და ჰორიზონტს ფერმკრთალად დაუწყო მოსმენა.
თავი 2. ველი.
ჰაერში მატრაკვეცები ჭორფლიანობდნენ. ვოლდემარმა ნაბიჯს მოღონიერებით გადააწიტა. ათიოდ წუთის საფიქრალზე ქალაქიც ხელისტვინივით დაკრძალულიყო. ირგვლივ კი ისეთი სიჩუმე გადედოფლდა, ღნაჩვის ბოყინიც კი არ ისმოდა ხეზე მიყუდებული ფრთებდაჟანგული, უაკუმულატორო ავტოს საბარგულიდან. თეთრად მოკირწყლულ გვირილებში ვოლდემარმა სილურჯე დალანდა. რა გამოცნობა ამას უნდოდა, რასაკვირველია ეს გაურანდავი ფიცარი აყვავებულიყო არხეინად. ზედ კი ორი მუშტისხელა ნარინჯისფერი ბაყაყი აფარხულებდა სილურჯეშეპარულ წამწამებს. – უნდა მაკოცო, ქაჩალო ვოლდემარ?–ჰკითხა ბაყაყმა. ვოლდემარმა ფასდაუდებელი დუმილით ჩაახველა და ჯერ არ ვიციო, –უპასუხა. ნარინჯისფერ ბაყაყს კიდევ უფრო დაუსევდიანდა თვალები და ამოიოხრა. – ამას წინათ ერთი სულელი ქვეყნის სულელი პრინცი სტუმრობდა ველს და სამი საათი მკოცნიდა და თან მაგინებდა, გინდა თუ არ გენაძლევება– მზეთუნახავად გადაიქეცი, ცოლად უნდა მოგიყვანოო. მერე კოცნით და ნიძლავით რომ ვერაფერს გახდა, ტრაკს დაუწყო ძებნა(სხვანაირად უნდოდა ალბათ ვექციე მზეთუნახავად) და რომ ვერ იპოვა ისეთი ძალით დამახეთქა ამ აყვავებულ , გაურანდავ ფიცარზე, მარცხენა თვალს დღესაც ვაელმებ. არა და გვირილების მოსაკრეფად ვიყავი გამოსული სხვა თითქმისწვინტლიანი ქალაქიდან, თორემ ისე კაი ბიჭი ვარ და აბა კაი ბიჭებს სად ადედოფლებენ? – ამას წინათ , ეგ როდის იყოო?–დაინტერესდა ქაჩალი ვოლდემარი და ჩაფხუტზე მოიღიტინა. – შვიდიოდ წლის წინ, ქალაქი ჯერ აზრზე რომ არ იყო და სიწვინტლე რომ შემოეპარაო. – ის სულელი პრინცი რა მიმართულებით გადაკოტრიალდა, შენი არადაელმებული თვალით ხომ არ მოგისკინტლიაო?–ჩაეძია ვოლდემარი. – როცა მკოცნიდა ლოყაზე სტიკერი შეუფრთხიალდა–"მე მიყვარს წვინტლი", ეტყობა ქალბატონ კუმამოტო სანთან ჩაის სმის ცერემონიალზე იყო მიწვეული. ეგეთ სტიკერებს დგომისას და ჩაის სმის ცერემონიალისას აფრთხიალებენო.– თავისი დაკვირვებულობით კიდევ უფრო განარინჯისფრდა ბაყაყი. ქაჩალმა ვოლდემარმა კმაყოფილებით გადახედა მოჭორფლიანე მატრაკვეცებს და ეგრევე იდუმალად შეეტყო სულელი პრინცის დასჯის სურვილი როგორ გამოენასკვა ჩაფხუტზე. ბაყაყი თითქოს ბარიერს მიუხვდაო და მხარზე შეასკუპდა. ეს კი ნამეტანი მსოფლმხედველობრივად გამოიდარა,– უაბჯროდ ვერც მიხვდებოდი: ვოლდემარს ამოუვიდა ნარინჯისფერი ბაყაყი მხარზე თუ ბაყაყს გამოუვიდა ტრაკზე ქაჩალი ვოლდემარი. მატრაკვეცებმა დაუნდობელი და მოფარფატე მზერით დაიბოღმეს ქალაქისკენ გახოხებული შორისდებულები. ჟოლოსფერი ასფალტი მართლაც სანაქებოდ მოექოქათ, ოღონდ ეგ იყო– ნამეტანი ყელში ამოსულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ისევე როგორც გზის ორივე მხარეს გაჩახჩახებული, დაყვედრებული ლამპიონები. ხსვას გზას თითქმის ვერაფერს დაუწუნებდი. თოვლი ერთ მხარეს მიეხვეტათ და თითქოს კედლად ამოგანგლულიყო, მეორე მხარეს კი შემოდგომის ფოთლები ბორცვებად მიიტმასნებოდა ეკლიანი მავთულხლართვივით.
თავი 3. შლაგბაუმი.
ასფალტი გაასფალტისფრდა. გზა ქალაქთან წესით არ უნდა გაასფალტისფრებულიყო, მაგრამ ამ ქალაქს ეტყობა თავისი წესები ჰქონდა, რომლებიც შლაგბაუმთან არმისულ ოციოდ მეტრში აღფრთოვანებულ ვებერთელა ბილბორდზე შეფრთხიალებულიყვნენ. "ქალაქში დაულაგებელი ზმნებით, ზედსართავი და ნაცვალსახელებით, ასევე დროის , ვითარების, ადგილისა და სხვათა მოუწესრიგებელი გარემოებებით გადაადგილება აკრძალულიაო!" –წაიკითხა ნარინჯისფერმა ბაყაყმა და ქაჩალ ვოლდემარის მარცხენა ყურს ფრიადოსანი კდემამოსილებით ახედა. ყურმა ყური არ უგდო და პატრონთან ერთად ზედ ასფალტზე გადებულ შლაგბაუმს მიუჩოჩა მზერა. შავ–თეთრად შეეღებათ მეშლაგბაუმის პოსტი, შლაგბაუმის ასევე საზეპიროდ შეღებვაც ეტყობოდა არაერთხელ ეცადათ, მაგრამ ხეს საღებავი არ მიეღო. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, თითქოს ახლახანს გამოიტანეს სამხერხაოდანო, ერთი ეგ იყო სისხლის წვეთები და სამსჭვალის კვალი იზიდავდა მზერას სადღაც თითქმის შლაგბაუმის შუაში და კიდევ წვეთებიდან საშუალო სიმაღლის კაცის სიმაღლეზე(თუ შლაგბაუმს ვერტიკალურად დააყენებდი)ეტყობოდა შლაგბაუმისთვის რაღაცეები მოეხერათ. პოსტის ქოხიდან მეშლაგბაუმე გამოვიდა. ფართოფარლებიანი სომბრეროს ქვემოდან მწვანეთვალებიანი კაცი დაკვირვებით ათვალიერებდა ბაყაყსა და მის ტრაკზეამოზრდილ ქაჩალ ვოლდემარს. კაცს ტანთ მეწამული რომაული ტუნიკა ემოსა, გალიფე შარვლის ბოლო "დვა მიაჩას" კედებით მთავრდებოდა. წელზე შემორტყმულ "პორტუპეას"(ქართულად არ ვიცი) კი დაშნა და "კობურაში"(მიშველეთ, ქართულად რა ქვია არც ეს ვიცი)მოკოპწიავე "სტეჩკინის" ავტომატური პისტოლეტი ამშვენებდა. სომბრეროს კი ნიანგის ყურისზედა ბუმბული
–გამარჯობა, სიმონ, მიესალმნენ ბაყაყი და ქაჩალი ვოლდემარი თითქმის "უნისონში" სიმონი ჩაფიქრდა, მართლაც საიდან უნდა სცოდნოდათ ვიღაც ქაჩალ ვოლდემარსა და ნარინჯისფერ ბაყაყს მისი სახელი, (მერე რა, რომ ვოლდემარმა მანქანა ხეზე მიაყუდა და კატა სულ დაავიწყდა, ბაყაყი კი ლუწფურცლა გვირილების ველიდან იყო?) –გაგიმარჯოთ, ქაჩალო ვოლდემარ და ბაყაყო ლუწფურცლა გვირილების ველიდან(სიმონმა სუბორდინაცია დაარღვია, ეტყობა ეგონა– ვოლდემარს ამოუვიდა მხარზე ბაყაყი) –კკიი მმააგგრრაამმ, სსააიიდდაანნ გგვვიიცცნნოობბ, სსიიმმოონნ?(უნისონი აღარ გამოვიდა) სიმონს გაეცინა და მოკლე პაუზის მერე მშვიდად წარმოთქვა,–მე ისაც ვიცი აქამდე არეულ–დარეულ ზმნებსა და ნაცვალ–არსებით–ზედსართავ სახელებს შემოეკონწიალეთო, ადგილის , დროის , ვითარების და სხვა გარემოებებზე არასერიოზულ დამოკიდებულებებზე კი ამჯერად არაფერს გეუბნებითო! –აი პოსტიიი(გაიფიქრეს ბაყაყმა და ვოლდემარმა უკვე შემოკლებით). –მაინც საიდან გვიცნობ, სიმონო? ისევ გაუმეორეს სიმონს შეკითხვა –მე ყველაფერი ვიცი, მე საერთოდ ყველაფერი ვიცი პარასკევს აქეთო, თქვა სიმონმა და ვოლდემარს გამომცდელად შეხედა. ვოლდემარს კისერზე ზრდილობა ჩამოეკიდა და არაფრით არ აკითხინა, რაღა მეშლაგბაუმედ დაგაყენეს ამ ქალაქში, თუ ყველაფერი იციო, თანაც ამ კვირის რომელი ხუთშაბათის ღამის თორმეტ საათს აბრღვიალებო და სახეზე უნდობლობა მიეტმასნა. თუმცა სიმონი ეტყობა ფიქრებს მართლა კითხულობდა:–ვოლდემარ, ურევ ამ ზმნებს და აკი გაგაფრთხილა ბილბორდმა, რომ ასეთი რამეები მხოლოდ შლაგბაუმამდე შეიძლებაო. –კი მაგრამ, შლაგბაუმი ჯერ არ აგიწევია და ქალაქის ტერიტორიაზე ფეხიც არ მიგვიფსიაო! გამარჯვებულის იერით დაასწრო ბაყაყმა ქაჩალ ვოლდემარს.(საერთოდ, ბაყაყები გამარჯვებულის იერს როცა მიიღებენ , ერთ რამედა ღირს მათი ნახვა და გირჩევთ, ვისაც არ გინახავთ აუცილებლად ნახოთ–ყოველდღე მოლაპარაკე ყუთში) –ეჰ, რაც მე ცხოვრებაში გამარჯვებული ბაყაყები და წვინტლები მინახავს... –წვინტლები? წვინტლების ხსენებაზე ვოლდემარს ჟრჟოლვით შემოესალტა. –წვინტლები არა, წვინტლი , ვოლდემარ! წვინტლი ახლა ამ ქალაქის პირველი სამურაია, უკვე მერამდენე წელია და ფიქრების შემოსალტვას უნდა შეეშვა, ამ ქალაქში ყველას მაგივრად წვინტლი ფიქრობს და ყველაფერი ისეა დალაგებული, ფიქრმა საერთოდ აზრი დაკარგა... –როგორ? ამ ქალაქში არავინ ფიქრობს? გაუკვირდა ვოლდემარს –შემოსალტულადაც ფიქრობენ, როგორ არ ფიქრობენ, ხანდახან ისეთ რამეს იტყვიან ,–მეც კი მომწონს, მაგრამ ყველაფერი წვინტლის ნაფიქრალზეა აგებული და რაც მთავარია შესრულებული, თანაც ისე , მგონი უკვე მოწონს ხალხ....მაპატიე, –მოსახლეობას. – და შენ სიმონ? შენ რომელმაც ყველაფერი იცი პარასკევს აქეთ– შენმა ფიქრმაც დაკარგა აზრი? –მე მეშლაგბაუმე ვარ , ვოლდემარ!
თავი 4. მეშლაგბაუმე სიმონ და მინდორი.
პასექზე ვიყავი ჩამოსული იერუსალიმს მონტევიდეოდან, დაიწყო სიმონმა... ვცდილობ პასექის დროს მუდამ ოჯახთან ერთად ვიყო, თან ჩვენი საგვარეულო მინდვრის შორიახლო ერთი მექოთნე ყიდიდა მიწას, არც ისე ძვირად,– ოცდაათ ვერცხლს აფასებდა...ვიფიქრე, ჩემს ალექსანდრესა და რუფესს ვნახავ(კვირინეადან ისინიც ჩამოყავდა დედას დღესასწაულებზე), პასექს ერთად დავიყენებთ,ნაკვეთსაც დავათვალიერებ და თუ ფასზე შევთანხმდით ეგება ვიყიდო კიდეც. ხუთშაფათი(ფარ.–ხაზგასმა მთარგ.)იყო იერუშალაიმში რომ შევედი, პასექისთვის ცოტა უცნაურად აფორიაქებული მეჩვენა ჩემი ქალაქი, მაგრამ იმდენად მეჩქარებოდა მონატრებული ჩემების ნახვა–არსად შევჩერებულვარ და არც არავისთვის მიკითხავს რა ხდებოდა–პირდაპირ სახლს მივაშურე. ოჯახი მოვისიყვარულე, საჩუქრები ჩამოვარიგე, ბავშვებს მინდვრის სანახავად წაყვანას შევპირდი დილაუთენია და დაღლილს მალევე ჩამეძინა. –რა დროს პასექი და მექოთნის მინდორია, სიმონ? ჩვენ წვინტლის ამბავი უფრო გვაინტერესებსო!–ისევ უნისონში შესძახეს ნარინჯისფემა ბაყაყმა ლუწფურცლა გვირილების ველიდან და ქაჩალმა ვოლდემარმა. –ამ ქალაქშიც ყველას ყველაფერზე უფრო მეტად წვინტლის ამბავი აინტერესებს და რაც შეეხება მექოთნის მინდორს, სწორედ წვინტლის გადაწყვეტილებით ამ მინდვრის* მოსავლით იკვებება მოსახლეობა მთელი წლის განმავლობაში, ბაყაყს რა მოვთხოვო, ვოლდემარ, მაგრამ ჭკვიანი კაცი ჩანხარ და უნდა იცოდე ამ ქალაქში რომ შეხვალ– რა ჭამო და რა არა! ასე რომ, თუ გეჩქარება,– აგერ შლაგბაუმი, გადააბიჯებ(შლაგბაუმზე გადაბიჯებაა ქალაქში შესვლის წესი!) და ეგრევე მოგართმევ სტიკერს "მე მიყვარს წვინტლი!" უბრალო სტიკერი არ გეგონოს, თვითონ წვინტლსაც აკვრია ეგ ლოყაზე და უამრავ პრივილეგიას იძლევა ქალაქში და იერარქიაში გადაადგილებისას.სულელი ქვეყნის პრინცად ჩამოვიდა ამ ქალაქში, ეგ სტიკერი ლოყაზე ჰქონდა გაკრული, მერე –რაც პირველი სამურაი გახდა,საარსებოდ სავალდებულოდ აქცია და დღეს ქალაქის ნახევარზე მეტი მაგ სტიკერით დადის... –იერარქია რა არის? იკითხა ბაყაყმა და ვოლდემარმა ეგრევე პირზე ხელი ააფარა, რითაც სიმონს ანიშნა რომ მზად იყო ყველაფერი ყურადღებით მოესმინა. პარასკევს დილით შვილებთან ერთად მინდვრისკენ გავწიე. პილატეს სასახლის უკანა მხრიდან გადიოდა ჩვენი გზა, მაგრამ ფასადის მხარეს, ეზოში რაღაც რომ ხდებოდა ეს აშკარა იყო, უთავბოლო ღრიანცელი მალე სკანდირებამ შეცვალა: ბარაბა! ბარაბა!–ყვიროდა ხალხი, მერე უცებ ყველა გაჩუმდა, (ეტყობა პილატემ ილაპარაკა რამე) და ისევ ხმაშეწყობილად გაისმა რამდენჯერმე "ჯვარს აცვ!" ერთი მომენტი შევჩერდით და ყური ვუგდეთ იმდენად შეწყობილად ყვიროდნენ,– ტუჩების მოძრაობა ავაყოლე, ვოლდემარ! და მხოლოდ მინდორს რომ მივუახლოვდი, მაშინღა დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ ვინ გავიმეტე ასე ხმაამოუღებლად, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით, ჯვარზე გასაკრავად ბრბოს აყოლილმა...არც ჩამიჩურჩულებია– ისე გავიმეტე კაცი!
მიწის ნაკვეთი საკმაოდ მოვლილი ჩანდა, უკეთეს დროში ოცდაათ ვერცხლზე ძვირიც ეღირებოდა, სარწყავიც ახლოს მიეყვანა მექოთნეს და მინდვრის განაპირას მშვენიერი ბაღიც გაეშენებინა (ალბათ მექოთნის პაპას). სწორედ ხეების ჩრდილში ამოვალაგეთ ჩვენი საგზალი, მადიანად ვისაუზმეთ... ბავშვებმა დაჭერობანას თამაში დაიწყეს –მე კი იმის ფიქრი, რამდენზე შევვაჭრებოდი მექოთნეს და რომ ვიყიდიდი თუ რის უკეთეს მოსავალს მივიღებდი...გულში ვენახის გაშენება მინდოდა, ერთხელ ქანაანში ქორწილში გახლდით, მასპინძელს ღვინო შემოაკლდა და ერთერთმა სტუმარმა(იეშუად გაგვაცნეს) საუცხოო ღვინო შემოგვწირა, რაღაც ღვთაებრივი ღვინო იყო.არასოდეს მიგემნია მსგავსი რამ. მოკლედ უნდა წავსულიყავი ქანაანს, მომეძებნა ის იეშუა, ნერგები გამომერთმია და ზუსტად ის ვენახი უნდა გამეშენებინა. \"ბარაბა იჭეერს! ბარაბა იჭეერს!\"– შემომესმა რუფესის ხმა, გულმა რაღაც რეჩხი მიყო– ბარაბა? იეშუა?(რატომღაც ფიქრში ეს ორი სიტყვა ამეკვიატა). ბავშვებს სწრაფად დავუძახე და ქალაქისკენ გავეშურე
* იგულისხმება მექოთნის მინდორი, რომელიც იუდას მიერ მიბრუნებული ფულით იყიდეს ფარისევლებმა.(მთარგმ. შენიშვნა)
თავი 5.
იერუსალემ
ქალაქი უფრო დაცარიელებული მეჩვენა ვიდრე დილას. ეს მაწანწალა ცხოველები სადღა დაკარგულიყვნენ? ვოლდემარ, ბაყაყო, არ დაიჯერებთ და მწერიც კი ვერსად დავლანდე, ბავშვებსაც არ ეძახოდნენ დედები, აი თუნდა ისე–უსაქმოდ და უსაგნოდ დაძახება რომ იციან ხანდახან, გადამოწმების მიზნით. მხოლოდ რუფესი იმეორებდა აკვიატებულ "ჯვარს აცვს" და მასთან ერთად ჩემი გონებაც. ბავშვები გავაჩერე, ორივეს სათითაოდ ჩავხედე თვალებში და მისდღეში აქამდე რომ არ მიქნია, ისეთი სიმკაცრით ვუთხარი: –დაივიწყეთ ეგ სიტყვები და რაც არ უნდა მოხდეს, აღარასოდეს გაიმეოროთ! ალბათ საკუთარ თავსაც ვუთხარი, რაგდან იმავ წამს ჩემი აკვიატებაც მომეშვა და საერთოდ, რასაც შვილებს ეუბნები,– საკუთარ თავსაც იგივე უნდა უთხრა- მამობის წესია. აკვიატება სწორედ რომ ახალი გასული იყო ჩემგან, რაღაც ახალი შემოვიდა გონებაში–დღეს ისეთი რამ უნდა გამეკეთებინა რაც არც ჩემამდე და არც მეორედ მოსვლამდის კაცთაგან არვის ხვედრია წილად(და აღარც შეხვდება), ოღონდ ჯერ არ ვიცოდი რა იყო ეს. ბავშვები სასწრაფოდ სახლში გავუშვი და თავად გულს გავყევი.
პილატეს სასახლეს ამჯერად წინა შესასვლელიდან მივუახლოვდი. მდუმარე ქუჩას ზარის ხმა სერავდა. აქამომდის არსად მსმენოდა ასეთი ზარი, –ურიასტანში მკვდარს არ ტიროდნენ ასე, ბევრი რომაელიც მინახავს მკვდარი, ბერძენიცა და...და ყველგან, სადაც აქამდის ვყოფილვარ–ყველგან მსმენია ქალის ტირილი. მაგრამ ამგვარი? ეს პილატეს ცოლი მო(ს)თქვამდა პონტოს ენაზედ და ის გამიკვირდა, რომ სიტყვებს ვარჩევდი: \" ღმერთო, რაღაი ჩვენ აგვარჩიე!"... ქალი მხოლოდ ამას იმეორებდა. მანამდე არსად მსმენოდა ეს ენა და სადღაც შორს, პონტოს სამეფოში შობილი ქალის ენაზე ნათქვამი ისე მესმოდა, თითქოს მეც ამ დედაენით გავზრდილიყავი. და უფრო მეტიც,– ღმერთს მეც ავერჩიე.(რად? ვინად? რისთვის?) "ღმერთო, რაღა ჩვენ აგვარჩიე!?"
ტაძრის ქუჩაზე ქალაქი გაცოცხლდა. ცალმხრივი იყო ყველა შუკა–ყველა ქვაფენილი, აქა–იქ პეპლებიც გამოჩნდნენ, ოღონდ რატომღაც ისინიც ერთი მიმართულებით ფრენდა ყველა...მეც ამ მწერებს გავყევი–თურმე პეპელასაც შეუძლია შენად მისასვლელი გზები გასწავლოს! ეს ცალმხრივი ქაოსი სულაც არ იყო ქაოსი. გადაძახილებითაც კი ეპატიჟებოდნენ ერთურთს "სანახაობაზე". რამოდენიმეს გადარბენებიც შევნიშნე–სხვას არ დაესწრო უკეთესი ადგილის დაკავება საცქერლად. რისი? ასე მხოლოდ დასჯის საყურებლად გარბიან. თამაშობა ან სხვა რამ ოინბაზობაზედ მიმავალთ თვალი და ფეხი აგრერიგ განსხვავებული სიჩქარით არ გაურბით. ამ დღემდის ასეთებს ვერ ვამჩნევდი და თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ სხვა სიმონ ვიყავი. ალბათ ვინმე ავაზაკებსა სჯიდნენ, მათ შორის ჩემი განაჩენითაც. მერე რა თუ იქ არ ვიდექი და არა ვყვიროდი–ტუჩების მოძრაობა ხომ ავაყოლე?! ასე რომ "კარგი სამზერი" ადგილი წესით მეც უნდა დამეკავებინა. განსასჯელის სისხლი ჩემზედაც იყო და სინანულს ყოველთვის არა აქვს აზრი. კაცი მოვკალი და ინსტიქტმა მკვლელობის ადგილზე მიმიყვანა. მერე რა თუ ავაზაკია?!
მოსახვევში მოხერხებული ადგილი შევარჩიე, ჩვეულებრივ აქ ჩამოატარებდნენ ხოლმე განსასჯელებს. ბრბოს ღრიანცელმა იმატა, ეტყობა პროცესია მოგვიახლოვდა, თუმცა რაღაც ხანი გონებამ მიმატოვა და დილას აყოლებული \"ჯვარს აცვის\" შემდეგ მთელი განვლილი გზა წარმომიდგა თვალწინ, ისე სრულიად და ისე მკაფიოდ–თითქოს იმწუთას ხდებოდა და ბევრი ისეთი რამაც, რაც საერთოდ აღარ მახსოვდა. ნუთუ ვკვდები?(მსმენოდა, სიკვდილის წინ ხდებაო ამგვარი რამ, მაგრამ როდის უნდა შემემოწმებინა?) რაწამს მხედველობა და აზრი დამიბრუნდა, ჩემს წინ რომაელი ჯარისკაცი იდგა და რაღაცას დაჟინებით მიმეორებდა: –ეი, შენ, არ გესმის? თქვენს მეფეს ჯვარი უნდა აუტანო მთაზე! – ამ სიტყვებმა გამომარკვია და "მეფეს" გავხედე ის იყო... იეშუა! ოღონდ ის არ იყო ჩემი მეფე– ჭეშმარიტად უფალი იდგა ჩემს წინ და რომაელისთვის ამის თქმაც დავაპირე, მაგრამ რაღაც ძალამ შემაჩერა და ჩუმად ჩემთვის ჩავიბუტბუტე "შენ თქვი"
თავი 6. ჭეშმარიტად ღმერთი მოვკალით ჩვენ დღეს
თავი 8. "სამაკატკა"
სულაც არ გახლავთ "სამაკატკა" თვალისმომჭრელი და ორაზროვანი სატრანსპორტო საშუალება, მაგრამ წესი–წესიაო(მითუმეტეს, როცა თვით წვინტლის დაწესებულია ეს წესი) და ბაყაყმა(რასაკვირველია ნარინჯისფერმა და უფრო რასაკვირველია ლუწფურცლა გვირილების ველიდან)ქაჩალ ვოლდემართან ერთად "სამაკატკის" აკინძვას მიჰყვეს სოციალური სტატუსი. სიმონმა საგუშაგოდან გაურანდავი ფიცრები, შალაშინი, ლურსმნები, ხერხი, ჩაქუჩი, სატეხი,ბრტყელტუჩა, "დედალი" ანჯამები цфынтлгост 03425581–25,ორი ცალი ბურთულებიანი საკისარი цфынтлгост 01713248-14, ф8 დიამეტრის ფოლადის მავთული გამოიტანა და ვოლდემარს საგუშაგოს კედელზე გაკრულ "სამაკატკის აკინძვის ინსტრუქციაზე" მიუთითა. ინსრტუქცია კი შემდეგი შორისდებულისა გახლდათ: ა)ვიღებთ ე.წ. იატაკის გაურანდავ ფიცარს სისქით 2- 3 სმ და ზედაპირს დავუმუშავებთ შალაშინის საშუალებით. ბ)ფიცარს ჩამოვახერხავთ 1 მ სიგრძის ნაჭერს შასისათვის გ)ტანიდან 25 –30 გრადუსიანი კუთხით ვიშვერთ წინ ხელებს და ვიღებთ "სამაკატკის საჭის" მოწყობილობისათვის საჭირო ზომას ასფალტიდან ხელებამდე ისე, რომ საკისრის გარე დიამეტრის ზომა იქნეს გათვალისწინებული ერთსანტიმეტრიანი ღრეჩოს აუცილებლობით. დ) ვხერხავთ ფიცარს მონიშნულ ადგილზე ე) მორჩენილი ფიცრიდან "საჭის ფიცრის" ზომაზე 25 სმ ნაკლებ ზომას ისევ ჩამოვახერხავთ(ეს იქნება "ტორპედო") და ფიცრის უკვე ნამდვილი ნარჩენისაგან სატეხის ან ხერხის საშუალებით(რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება) ვამზადებთ 5 ცალ საკისრის შიდა დიამეტრზე 0,5 სმ სისქით მეტ ხის კოჭს(რომელთაგან 2 ზუსტად ფიცრის სიგანისაა, ხოლო 3 მათგანი ფიცრის სიგანეზე 25 სმ მეტია) ვ)ერთ კოჭს ჩაქუჩის საშუალებით ჩავჭექავთ ერთერთ საკისარში ზუსტად შუამდე და საკისარსა და კოჭს შორის არსებულ სიცარიელეს ამოვავსებთ ნარჩენი ფიცრისგან მომზადებული სოგმანების("შპონკა") საშუალებით, ამგვარად "სამაკატკის" უკანა ბორბალი მზადაა. ზ)ერთმეტრიანი ფიცრის ბოლოში საკისრის სისქეზე განიერ და საკისრის რადიუსზე მეტი ზომის ოთხკუთხედს ამოვკაწრავთ ლურსმნის საშუალებით, კიდევ ერთხელ მოვაზომებთ საკისარს და ხერხისა და სატეხის საშუალებით ამოვუღებთ ღრეჩოს, სადაც შეჯდება საკისარი და უკანა ბორბალს ლურსმნებით მივაჭედებთ ფიცარზე თ)ფიცრის მეორე ბოლოში, ფიცრის პერპენდიკულარულად ისევ ლურსმნების საშუალებით მივაჭედებთ "ტორპედოს" და მგზავრის სიმძიმემ მართი კუთხე რომ არ დაგვირღვიოს, გვერდებიდან გავამაგრებთ ზემოხსენებული 2 ხის კოჭის საშუალებით, ე.წ. "მართკუთხა სამკუთხედის" წესით) ამგვარად "სამაკატკის" კაბინა და შასი მზადაა ი)დარჩენილი 2 კოჭიდან ერთს, "საჭის ფიცრის" ერთ ბოლოში მივაჭედებთ(რასაკვირველია, ისევ ლურსმნების საშუალებით) და სახელურებს კარგად დავამუშავებთ შალაშინით, ("სამაკატკის" მძღოლს შეიძლება ხელთათმანები არ ქონდეს და ხელებში უცხო სხეულები არ შეერჭოთ) კ)"საჭის ფიცრის" მეორე ბოლოში ისევ ხერხისა და სატეხის საშუალებით ამოვიღებთ იგივე ზომის ღრეჩოს, რაც უკანა ბორბალზე გავაკეთეთ და იგივე წესით დავაყენებთ წინა ბორბალს ლ) ანჯამებიდან წყვილს მივამაგრებთ "ს აჭის ფიცარზე", მეორე წყვილს –კაბინისაზე და შუაში გავუყრით ფოლადის მავთულს.
ბაყაყი დიდი ინტერესით აკვირდებოდა საკისარს, მსგავსი მშვენიერება არსად ენახა ლუწფურცლა გვირილების ველზე, იქ ხომ მხოლოდ მატრაკვეცები ჭორფლიანობდნენ. საკისარსაც ეტყობოდა, ფრიად საინტერესო ინფორმაციას ფლობდა, მაგრამ ბაყაყს თავი არ გაუყადრა და ხრიალ–ხრიალით აათქვირა "სამაკატკა" დაყვედრებულ ასფალტზე
თავი 9. ძუძუმშვენიერა
ფრაზები შემდეგი თავებისთვის(აქ შაინახამს ბებერი , რო არ დაავიწყდეს სკლეროზითა) ეს რომაელი კაცთაგან პირველი იტყვის: \"ჭეშმარიტად ღმერთი მოვკალით ჩვენ დღეს\" ამ ქალაქში წვინტლის უფრო ეშინიათ, ვიდრე–ღმერთის და ხანდახან რომ დავფიქრდები წვინტლი უფრო უყვართ კიდეც. ამ ქალაქში ყველა ქუჩას \"წვინტლკანონის\" ქუჩა ქვია და მოძრაობა ყველგან ცალმხრივია. მეზობელ დილიჟანსში უფრო ლამაზი ქალები სხედან
ნებისმიერ წყვილში, საერთოდ, ერთს უფრო ძლიერ უყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ობიექტი უფრო საყვარელია, ალბათ უფრო პირიქით. ქვიშის საათში რაღას მიძვრებოდი? როცა იქნებოდა ხომ ამოგატრიალებდნენ! წარსული მარტო წარსული არაა, გამოცდილებაცაა არ იტრაბახოთ: -დანაკარგები არ გვაქვსო! წარმატება როცა არაა-ეგაა ყველაზე დიდი დანაკარგი ვინ იცის, მიწას როგორ ეტკინა, ჩვენ რომ გვირილა მოვწყვიტეთ
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. იმედია, პორუჩიკი ამის დამთავრებაზე უფრო სერიოზული და საჭირო საქმეებითაა დაკავებული:) იმედია, პორუჩიკი ამის დამთავრებაზე უფრო სერიოზული და საჭირო საქმეებითაა დაკავებული:)
15. თავიდან თითქოს არეულად მომეჩვენა და მძიმედ მივყევი...თანდათან საინტერესო გახდა... წვინტლიან ტყეს რომ გავცდი უფრო...:) წვინტლის ქალაქში უკვე თავისუფლად ვსუნთქავდი და...იერუსალემ...ხომ საოცრება იყო...55555555 დიდი ინტერესით ჩავედი ბოლომდე...ორიგინალური და საინტერესო თხრობაა ფრიად... უბრალოდ როგორც მკითხველს, სუუულ ცოტა დამაკლდა...ვფიქრობ უფრო მჭიდროდ უნდა იყოს აკინძული თავები...:) ისეთი განცდა დამრჩა: ხან იქეთ გავიქეცი..ხან აქეთ გამოვიქეცი...იქაც საინტერესო იყო, აქაც ძალიან საინტერესო იყო... მაგრამ ეს ყველაფერი ერთად რომ მომეგროვებინა და შემეკრა, გამიძნელდა...:) ეტყობა ჩემი პრობლემაა, უკეთესი მკითხველი მოახერხებს ალბათ მაგასაც...:)
თავიდან თითქოს არეულად მომეჩვენა და მძიმედ მივყევი...თანდათან საინტერესო გახდა... წვინტლიან ტყეს რომ გავცდი უფრო...:) წვინტლის ქალაქში უკვე თავისუფლად ვსუნთქავდი და...იერუსალემ...ხომ საოცრება იყო...55555555 დიდი ინტერესით ჩავედი ბოლომდე...ორიგინალური და საინტერესო თხრობაა ფრიად... უბრალოდ როგორც მკითხველს, სუუულ ცოტა დამაკლდა...ვფიქრობ უფრო მჭიდროდ უნდა იყოს აკინძული თავები...:) ისეთი განცდა დამრჩა: ხან იქეთ გავიქეცი..ხან აქეთ გამოვიქეცი...იქაც საინტერესო იყო, აქაც ძალიან საინტერესო იყო... მაგრამ ეს ყველაფერი ერთად რომ მომეგროვებინა და შემეკრა, გამიძნელდა...:) ეტყობა ჩემი პრობლემაა, უკეთესი მკითხველი მოახერხებს ალბათ მაგასაც...:)
14. ეს ძალიან, ძალიან მაგარი რაღაცაა. და მეტად. ეს ძალიან, ძალიან მაგარი რაღაცაა. და მეტად.
13. გმადლობთ, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
მე-6 და მე-7 თავებს დაწერს კენძაბურო ოი და გადავთარგმნი გოოგლე-მოოგლითა... გინდ დაიჯერეთ, გინდ არა... გოლგოთაზე ასვლა წერითაც უმძიმესი რამ ყოფილა!!! მე ტიტონ არა მაკ პარუჩიკი ცაკიტხული, დავჯდები და ეგრევე ვუბერამ ხოლმე, რაც გამოდის-გამოდის(ტექსტზე სხვებმა "იმუშავონ") სულ მოფიქრებული მაქ ბოლომდე და ისაც ვიცი, წვინტლი სანამ აქ პირველი სამურაია-უნდა დავწერო და მოსასწრებადაა საქმე... გმადლობთ, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
მე-6 და მე-7 თავებს დაწერს კენძაბურო ოი და გადავთარგმნი გოოგლე-მოოგლითა... გინდ დაიჯერეთ, გინდ არა... გოლგოთაზე ასვლა წერითაც უმძიმესი რამ ყოფილა!!! მე ტიტონ არა მაკ პარუჩიკი ცაკიტხული, დავჯდები და ეგრევე ვუბერამ ხოლმე, რაც გამოდის-გამოდის(ტექსტზე სხვებმა "იმუშავონ") სულ მოფიქრებული მაქ ბოლომდე და ისაც ვიცი, წვინტლი სანამ აქ პირველი სამურაია-უნდა დავწერო და მოსასწრებადაა საქმე...
12. თქვენო აღმატებულებავ, ეს კიდევ არ დაგისრულებიათ?! რაც მე ეს ვიკითხე, რაც მე ”სამაკატკის” აწყობაზე ვიწვალე:)) და ხუმრობის გარეშე: ძალიან მინდა, დასრულებული სახით წავიკითხო, ოდესმე ხომ მაინც მოხდება ეს?:) დამდეგ შობას გილოცავთ! თქვენო აღმატებულებავ, ეს კიდევ არ დაგისრულებიათ?! რაც მე ეს ვიკითხე, რაც მე ”სამაკატკის” აწყობაზე ვიწვალე:)) და ხუმრობის გარეშე: ძალიან მინდა, დასრულებული სახით წავიკითხო, ოდესმე ხომ მაინც მოხდება ეს?:) დამდეგ შობას გილოცავთ!
11. თავი 7. მაინც განსაკუთრებული იყო... :) თავი 7. მაინც განსაკუთრებული იყო... :)
10. ორჯერ წავიკითხე:)...ძნელად წასაკითხი და რთულად გასაგებია, მაგრამ რომ გაიგებ, ოჰ, როგორ წაგიღეებსსს!!! არეულ-დარეული ზმნები, შემოსალტული ფიქრები,გაურანადავი ფიცარი -შლაგბაუმისა და "სამაკატისტვის"...მეიგავე ყოფილხართ ბატონო ჩემო!:) ორჯერ წავიკითხე:)...ძნელად წასაკითხი და რთულად გასაგებია, მაგრამ რომ გაიგებ, ოჰ, როგორ წაგიღეებსსს!!! არეულ-დარეული ზმნები, შემოსალტული ფიქრები,გაურანადავი ფიცარი -შლაგბაუმისა და "სამაკატისტვის"...მეიგავე ყოფილხართ ბატონო ჩემო!:)
9. გილოცავთ, თქვენო ბრწყინვალებავ! მრავალს დაესწარით. 5 გილოცავთ, თქვენო ბრწყინვალებავ! მრავალს დაესწარით. 5
8. ნაწარმოებზე არრას იტყვით? ნაწარმოებზე არრას იტყვით?
7. 3. ლაიკ. გრძელს
დიდი ლაიკ სუზზი. 2012-01-03 16:26:00
2. ჰო....ძალიან გრძელი მაქ:) პორუჩიკ გოლიცინ.
:დ 3. ლაიკ. გრძელს
დიდი ლაიკ სუზზი. 2012-01-03 16:26:00
2. ჰო....ძალიან გრძელი მაქ:) პორუჩიკ გოლიცინ.
:დ
6. ჰოდა, აღიარება მოუწევს მთელ ურაკპარაკს- პორუჩიკის სახით ძაააააალიან კაი ტიპი შემოემატა საიტს...
ჩემგან +5 და რუსის არ მოწონება მე არ შემიძლია, ვოტ ტაკ! ჰოდა, აღიარება მოუწევს მთელ ურაკპარაკს- პორუჩიკის სახით ძაააააალიან კაი ტიპი შემოემატა საიტს...
ჩემგან +5 და რუსის არ მოწონება მე არ შემიძლია, ვოტ ტაკ!
5. ახლა რუსის მოწონება იქნებოდაა?:)) არადა, მომწონს და თან , ძალიანაც!!!:)) ახლა რუსის მოწონება იქნებოდაა?:)) არადა, მომწონს და თან , ძალიანაც!!!:))
3. ლაიკ. გრძელს
დიდი ლაიკ ლაიკ. გრძელს
დიდი ლაიკ
2. ჰო....ძალიან გრძელი მაქ:)
ჰო....ძალიან გრძელი მაქ:)
1. არადა ისე მინდა წავიკითხო,მარა თვალები მტკივა მაგრად.დავბრუნდები რა მე აქ...(კაი ჩანს) არადა ისე მინდა წავიკითხო,მარა თვალები მტკივა მაგრად.დავბრუნდები რა მე აქ...(კაი ჩანს)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|