ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2011


სიღამის ჟამისა

ჩემი გვიანი დაისების სტუმარი რიდით
მის ცადაბურულ ჩრდილნარებს რომ
უბრად გავივლი,
აქა-იქ კიდევ შუქშემორჩენილს.
„ ვერა ჰპოვე რა, სანუგეშო?!. „
მესმის შორიდან,
არადა ჩემივ გულის ხმაა,
სნეულ-ბებერის...
ვიდრე ნათელი დაადგება ცას თუთარჩელის...
გაიტკაცუნებს სივრცეებში მსახვრალი შოლტი
გაჩენიდანვე რომ არ მაკლდა
და არც მებევრა
მერე კი, მერე,
ვიცი ღამე უნდა მესტუმროს
( კიდევ ერთი თუ
ის, ნაღდი და უკანასკნელი?!. )
და  მერამდენე
მზერას ვტყორცნი
უბრად სასთუმალს
და ვგრძნობ,
ჭერიდან
უხილავის
მზერა
დამცქერის...
მერე კი მტკივან გულს ვერაფრით
ვეღარ ვაძინებ,
ყველა აბეზარ ბავშვზე აბეზარს,
ძლივს რომ ქანქარებს
სიფრიფანა გისოსებს მიღმა...
სულს კი შენზე ფიქრს
გათანგულიც ვეღარ ვაცილებ
სულ გაშლილია ნაღვლის ჩემის მწირი ტრაპეზი
ვიდრემდის ცივად გადაუვლის
ჟამი სიღამის!..

13. 11. 11.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები