ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2011


ერთ დროს, ოდესღაც უთქვამთ

ars longa vita brevis
ერთ დროს, ოდესღაც უთქვამთ,
კი, გრძნობ როდესაც ლამაზ
შემოქმედების სუნთქვას.
ars longa vita brevis
შენ ეთანხმები ფრაზას,
როს საოცარი რამე
შემოქმედს მოსდის აზრად.
ars longa vita brevis
უფრო რწმუნდები კიდევ,
შთაგონებათა მძაფრი
მას ცეცხლი წაეკიდა.
უდიდეს ფიქრის, აზრის
ვერაფერია მძლევი,
ერთ დროს, ოდესღაც უთქვამთ:
ars longa vita brevis.

11 დეკემბერი
2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები