ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პორუჩიკ გოლიცინ
ჟანრი: პროზა
20 დეკემბერი, 2011


არაფერი მარადონას შესახებ


  ვაა რა ვირბინე, ტო...
ძლივს არ გამოვასწარი?
გიჟი იყო ვიღაცა...
თან ტო თი მომმართა , ტო... არა მე როცა ვამბობ, ნიჩევო , მაგრამ მე როცა მეძახიან ტეხავს, მამენტ !
  რა პელე, რის პელე... ვირთხა და პელე?
პელე არა ვირთხა. ეგრე იციან მაგათ -ვითომ ვერ გიცნეს და მერე ბრახ სიფათში წიხლი. კიდევ კარგი ის სანიაღვრე ლუქი ახლოს იყო, დამბრედავდა ალბათ... ეგ ეტყობა ცუდი ბიჭია, ეტყობა ციხეში იჯდა.
მეც მაგარი შუსტრი ვარ რა... ეგრევე სანიაღვრე კანალიზაციაში და ჰოოპ...

-დეე, საჭმელი გვაქ რამე?
- რაო, კრუიფ, რა დაგიძახა? პელეო?
- ჰო დეეე, რა გატირებს?

  ნესკოლკო დნეი სპუსტია(ეს იცი როგორი ხმით?- ცხვირში შპილკა(სარეცხის)(სარჭი არა-შპილკა, პლასტმასის არ შეიძლება-ხისა უნდა) უნდა გაიჭირო და ისე))


  -შენთან ძალიან ვირთხული საქმე მაქვს, შვილო
    -???????
- შენ რომ იმ დღეს ადამიანი გამოგეკიდა...(აქ დედა ვირთხა გაჩუმდა და თავშლის ბოლოებით(ჰო კაი, კუდის ბოლოთი) ორთავ თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა)ის კაცი ვირთხების მკვლელი არ იყო, დევირთხა გენაცვალოს.
  მამაშენი... გახსოვს რომ გეუბნებოდი მფრინავი გამომცდელი იყო და ბაიკონურის კოსმოდრომზე დაიღუპა მეთქი?
  ტყუილია, მართალია, ჩვენს ჯიშს არ აკლია ბაიკონურის კოსმოდრომის საცდელი ვირთხები, მაგრამ, მამაშენი იქ ნამდვილად არ ყოფილა. მოსკოვში ხომ იცი მეტროს სადგურია  ერთი, ბაგრატიონს ეძახიან, ჰო და იქ რომ გავივლი ხოლმე თვალებზე ცრემლი მადგება... და ეს სიამაყის ცრემლია...
--პო სუშჩესტვუ, დედა, რა მოგდის?
--პო სუშჩესტვუ! კი ბატონო. შენ რომ ბიჭი გამოგედევნა მაგისი მამა ერთობ საინტერესო ექიმი იყო, კიბოს წამალს იგონებდა თავისი ჭკუით, მე,  ჩემი ძმა არისტოტელე, ჩვენი გარე ბიძაშვილი მოცარტა და საერთოდ უამრავი ვირთხა იმისი ექსპერიმენტების ობიექტები ვიყავით. ცხოველებიო, გვეძახოდა საწყალი... აბა ჩვენ რა ცხოველები ვართ, მღრღნელები ვართ, ერთი მთავრობაშია ცხოველები და მეორე ჩვენში, მღრღნელები ვართ ჩვენც და ისინიც...
(პო სუშჩესტვუ, პორუჩიკ, თორე მოხსნი ეხლა პირს და... პო სუშჩესტვუ!ვააა!-ეს ვინ არი , ტოო, სულ მთავრობის გინება შეიძლება?)
მოკლედ, იმ კაცმა სულ ყველას კიბოს მეტასტაზები გადაგვინერგა, ერთი კვირა გონზე არ ვიყავით არც ერთი,  უმრავლესობა დახოცა იმ ექსპერიმენტებმა ...ბუნდოვნად მახსოვს არისტოტელეს სიკვდილიც, მკვდარზე გაიძახოდა ჯანმრთელია , ჯანმრთელიაო... მოკლედ ძალიან თავისებური კაცი იყო რა...მე მაგალითად ერთი ავბედითი დღის წინ...
--რა ავბედითი დღის წინ, ვირთხდე?
--ვირთხდე შენა და შენი სინსილა გაწყდა, კრუიფა ხარ თუ ვიღაცა ხარ, დამაცალე... იმ კაცის გოგომ მთელი ლაბორატორია დაუნგრია საწყალ მამამისს, მე კი ზუსტად წინა საღამოს რაღაც ოპერაცია გამიკეთა და ნარკოზიდან წესიერად გამოსულიც არ ვიყავი ისე მოვკურცხლეეე.. ის ის იყო ჩვენ კანალიზაციას მოვუახლოვდი, რომ წვინტლა ვანუა შემხვდა, გეხსომება წვინტლა ვანუა, მაგარი ლოთი იყო და სულ ცინგლები გასდიოდა...მეჯავრებოდა წვინტლა, მაგრამ მეთქი დიდი ხნის უნახავია , შინაურია, კაცია ბოლო-ბოლო მეთქი და ერთი ძმურად გადავეხვევი-ამის გაფიქრება იყო და...აღარაფერი მახსოვს
--ცხრა ვირთხული თვის მერე კი შენ დაიბადე, მოკლედ წვინტლა ვანუა იყო მამაშენი... სქესი შეეცვალა იმ ექიმს, ჩემთვის-გეგონება კიბო არ მეყოფოდა...პელე კი მე ვარ, გენაცვალოს  დედიკო  პელე შენა!
---ვაა, დედიკო და პელე?! პელე, ცოცხალი ხარ ტო??????



რიმდარირო, რამდარირო, დარი დარი დარი რამდარირო..





    ექსპლიკაცია... თუ რაღაცა:
  ფიქრადაც არ მქონია ფილმის ან რომელიმე პერსონაჟის შეურაცხყოფა.
  გელა ექიმის ექსპერიმენტის "შედეგი" ცოცხალია, სქესგამოცვლილი და შთამომავლობასაც იძლევა, თანაც ლოთი -მთვრალისგან ჯანსაღ ვირთხებს აჩენს...
  უბრალოდ, სულ მაინტერესებდა ის ვირთხა კანალიზაციაში რომ ჩაძვრა--აი იმის მერე რა მოხდა და მართლა პელე იყო თუ არა?
  რაც მთავარია "ის გენიალური ნაშრომია" და მე , დათო და პელე ამას დავამტკიცებთ!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები