| ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 5 იანვარი, 2012 |
მე მაფრთხობს ის, რომ ცხოვრება ცდილობს წამართვას წლები, წამები, წვეთ-წვეთ, წამებად, ცრემლად აქ, სადღაც ჟონავს, ის სიამაყეც_ მის გამო ვგონებ დავკარგე ბევრი, კიდევ რა? კიდე, ეს, ხავსიანი ვნებების ხროვა.
............................................................... განა ტკივილით ამისათვის მოვედი სამში? ოთხში _მინდა რომ ფრთები მქონდეს, თუნდაც უჩინო, განზომილებებს თითზე ვითვლი_ანი და ბანი ვერ ვისწავლე... ვერ გამოვდექი ღირსი უფლისო!
- ამბობს ჩემი ხმა, შინაგანი, წივის და ყივის, წრიალებს, ბორგავს, ცდილობს კედლებს უპოვოს ღრიჭო, ცნობილია, რომ ძლიერსაც აქვს სუსტი წერტილი, ზოგჯერ ბრძენიც კი იტყვის, შეჰქმნის რამეს უნიჭოს.
მერე? ჩვენ, ვისაც დედამიწის გვქვია მდგმურები, გვაფრთხობს ცხოვრება, უმისობა, მაძღრებსაც გვშია, ტკივილის?_არა, გვეშინია განსხეულების დროის კადრები ტელეფირად გადმოგვიშლია.
პ.ს. ეძღვნება ყველას, ვინც ნაადრევად გადავიდა სამიდან ოთხში! დავითს, ეკას, თემურის, ლიკას, ალეკოს, ზურას...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. არა-ჩვეულებრივი ლექსია
ხავსიანი ვნებების ხროვა. +++ არა-ჩვეულებრივი ლექსია
ხავსიანი ვნებების ხროვა. +++
12. მადლობა რომ კითხულობთ! მადლობა რომ კითხულობთ!
11. კაი, რომ ძიებაშია ავტორი... ალბათ სხვა ლექსებში უკეთ მოიძიებს...:) კაი, რომ ძიებაშია ავტორი... ალბათ სხვა ლექსებში უკეთ მოიძიებს...:)
10. კი ნამდვილად ასეა, ძლიერსაც აქვს სუსტი წერტილი, ლექსი ცოტა მძიმედ იკითხება ამ საახალწლო ფონზე, მაგრამ სხვა გზა არაა,, სიცოცხლე თავისას ითხოვს უნდა გამოვიყენოთ სიცოცხლის ყოველი წუთი, უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ მზის ქვეშ და ვართ ადამიანი! მსიამოვნებს აქ შემოსვლა და ყოველთვის მექნება დრო თქვნი ნაწარმოებების წასაკითხად! კი ნამდვილად ასეა, ძლიერსაც აქვს სუსტი წერტილი, ლექსი ცოტა მძიმედ იკითხება ამ საახალწლო ფონზე, მაგრამ სხვა გზა არაა,, სიცოცხლე თავისას ითხოვს უნდა გამოვიყენოთ სიცოცხლის ყოველი წუთი, უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ მზის ქვეშ და ვართ ადამიანი! მსიამოვნებს აქ შემოსვლა და ყოველთვის მექნება დრო თქვნი ნაწარმოებების წასაკითხად!
9. არაფრის, არაფრის:)) არაფრის, არაფრის:))
8. მადლობა ყველას, ვინც იცლის და ჩემს გვერდზე შემოსასვლელად დროს ნახულობს! მადლობა! მადლობა ყველას, ვინც იცლის და ჩემს გვერდზე შემოსასვლელად დროს ნახულობს! მადლობა!
7. ამბობს ჩემი ხმა, შინაგანი, წივის და ყივის, წრიალებს, ბორგავს, ცდილობს კედლებს უპოვოს ღრიჭო, ცნობილია, რომ ძლიერსაც აქვს სუსტი წერტილი, ზოგჯერ ბრძენიც კი იტყვის, შეჰქმნის რამეს უნიჭოს.
ამ სტროფისთვის ღირდა აქ შემოსვლა++ ამბობს ჩემი ხმა, შინაგანი, წივის და ყივის, წრიალებს, ბორგავს, ცდილობს კედლებს უპოვოს ღრიჭო, ცნობილია, რომ ძლიერსაც აქვს სუსტი წერტილი, ზოგჯერ ბრძენიც კი იტყვის, შეჰქმნის რამეს უნიჭოს.
ამ სტროფისთვის ღირდა აქ შემოსვლა++
6. ვერ გამოვდექი ღირსი უფლისო! +++++++++ ვერ გამოვდექი ღირსი უფლისო! +++++++++
5. მე მომეწონა:) მე მომეწონა:)
4. მეორე ლექსი, მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ გასასწორებია, კარგია, ოღონდ, ბოლოში მაინც უკმარისობა დამეუფლა. სადაც დასასრულის დასაწყისს ველოდი, იქ მოულოდნელად დასრულდა. წარმატებები ავტორს. მეორე ლექსი, მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ გასასწორებია, კარგია, ოღონდ, ბოლოში მაინც უკმარისობა დამეუფლა. სადაც დასასრულის დასაწყისს ველოდი, იქ მოულოდნელად დასრულდა. წარმატებები ავტორს.
3. არავინ იცის რა განზომილებაა სიკვდილის შემდეგ.ანდა საერთოდ არის კი რაიმე განზომილება?...იქნებ ეს მხოლოდ მოზომილი მიწის ნაგლეჯია, ხოლო იქაური ცხოვრებაზე საუბარი და იმედი კი უბრალოდ იმ სევდის, ადამიანური სევდის და წარმავალი ყოველივეთი გამოწვეული ტკივილების დაყუჩების მცდელობა?... არავინ იცის რა განზომილებაა სიკვდილის შემდეგ.ანდა საერთოდ არის კი რაიმე განზომილება?...იქნებ ეს მხოლოდ მოზომილი მიწის ნაგლეჯია, ხოლო იქაური ცხოვრებაზე საუბარი და იმედი კი უბრალოდ იმ სევდის, ადამიანური სევდის და წარმავალი ყოველივეთი გამოწვეული ტკივილების დაყუჩების მცდელობა?...
2. სამოთხე_სამიდან ოთხ განზომილებაში გადასვლაა, მე ასე მესმის . სამოთხე_სამიდან ოთხ განზომილებაში გადასვლაა, მე ასე მესმის .
1. პ.ს. ვერ გავიგე... შესაბამისად-ლექსზეც არას ვიტყვი... პ.ს. ვერ გავიგე... შესაბამისად-ლექსზეც არას ვიტყვი...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|