ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2011


იმედი ჯახუას გახსენება

საქორთუოს გომორძგუა,
ჩემო, ჯიმა, სისხლცრემლდარდო,
სიყვარული ცრემლი თუა,
ცრემლიც უნდა სულში ბარდნო.

გამოწვდილი გულით თასი,
ბეღლის ჩრდილი ალმაცერი,
დოქით ღვინო, ცოტა პრასი,
დილა ცისკრით ანაცერი.

ჩავიმუხლე, მზე წაიქცა,
მომიშვირა მტერმა ბრანწი,
მტკივა, ჯიმა, კოდორის ცა,
ამიკივლა მტერმა თვალწინ.

გზას მოველი ეკლესიურს,
ეშმას დარჩეს ყველა ვერცხლი,
დაცლილ ამ სულს დეპრესიულს,
შემოუნთე შენი ცეცხლი.

უდებოშოდ გული გასკდა,
ვზივარ შენ წილ არყით ვთრები,
აგამღვრია? იმ შლეგ ახვარს
მივუნგრიოთ, ძმაო, ყბები.

მიწაზე ხომ მოვილიეთ,
ცაში გვრჩება სამოსახლო,
არც დავბერდეთ, არც სიკვდილმა
ვერ იანგლოს ჩვენთან ახლო.

სხვა ჩვენ წილს ვინ იმარხულებს,
ქარონიც რომ ყვირის! _ დროზე!
ნაინფარქტალს დავდებთ გულებს
პოეზიის სამსჯავროზე.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
...ჩვენი თაობის ჭრილობა გვიხმობს,
ხედავ?! სველ ნისლებს სული ელევა,
წამო გოდერძის საფლავზე, იმო,
ძმის სათუთ გულზე მოსაფერებლად.

იყო ომი და ავგულთ ზვაობა,
გულჩამარხული სარდაფში ხმაო,
ეს დაკარგული ჩემი თაობა,
რომელ ნანგრევში ვეძებო, ძმაო!

ნიშნიანიძე...ინანიშვილი...
წლები ნასიზმრალ ხილვებ-ველებად,
ჩვენაც იქ წავალთ ტკივილაშლილი,
მამების სულის მოსაფერებლად.

რამდენიც გინდა, ათასი შესვი...
ცაში ხმალს ლესავს სიტყვის კაფია,
ჩვენს თბილ საფლავებს შერჩება ლექსი,
ატირებული ეპიტაფია..

P.S. მაგრამ მზე ისევ ბარბაცებს სხვენზე,
მთვრალმა დღემ ნდომით გამოიხედა,
დავლევთ!.. ბევრ დიაცს ავამღვრევთ  ჩვენზე...
სიკვდილამდე შორს ჩემო, იმედა!..
                                    26 ივლისი.2009წელი
მეორე დღესვე საპასუხო  დიდებული ლექსით მიპასუხა ამავე საიტზე მე_10 კომენტარში:

დათოს  -  ძმას  და  სულის  ზიარებას!..


კოკასა  შიგან  რაცა  დგას,
იგივე  გადმოსდინდების!..
ჩვენ  ძმობას  თავს  მზე  რაც  ადგას,
იმით  ვართ  ასე  მდიდრები!..

გზები  მოვუჭრათ  სიბერეს!..
-  ე  მაგის  წკრუნიც  არ  იყოს!..
მერე  ათასი  სიმღერა
მუზებში  ჩამოვარიგოთ!..

რამდენს  ვიხსენებთ  ნაძმობს  და
ცრემლიც  არ  შრება  თვალთაგან…
სვეწერამ  -  ტყავს  რო  გვაძრობდა,
გული  მაინც  ვერ  გათანგა!..

გუშინაც  ვხვრიპე  წყალცეცხლი
ცოცხლებისად  და  მკვდრებისად…
სიკვდილმა  ისე  მოცოცხა,
შანსი  არ  მომცა  ძებნისა…

ძმები  ძმებადვე  დავრჩებით,
უძმოს  გავკარი  სუყველას!..
არცა  ვართ  ლექსის  ჩარჩები,
ბოლოს  სურომ  რო  გვიყელოს!..

სარკმლიდან  გავცქერ  დაფნარებს -
არცა  რტო  მისი  არ  მინდა!..
ქვა-ლოდი  გადამაფარეთ,
როცა  იმ  ძმებთან  წავიდე!..

ჩვენი  ღვიღვა  და  გოდერძი…
ჩვენი  უშო  და  მიკა  და…
მაინც  რამდენი  მოგვერდი!..
სიკვდილმა  რა  არ  იკადრა!..

მკერდჩალეწილი  დავდივარ…
- კერძიმც  გავმხდარვარ  ახვრისა,
თუკი  გამტეხეს  ადვილად…
-  დედასაც  მივუსახნისებ!..

და  კვლავაც  გონარმიხდილნი
კვლავ  ჩვენს  ჭკუაზე  ვიმღერებთ:
-  გადავიფიქრე  სიკვდილი!!!
-  გადავიფიქრე  სიბერე!!!


27.  07.  2009  წ.
07.00 სთ.
იმო ჯახუანი. 2009-07-27 07:01:42
მშვიდობით, მეგობარო! მე მჯერა სულის უკვდავების და  ჩვენი სულები, დარწმუნებული ვარ, ზეციურ საუფლოშიც ისევ იძმობენ ერთმანეთს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს