ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ჯაი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2011


აფორია(H)ქებული ლექსი

მიყვარხარ.დაღლილი საღამოს კვალდაკვალ
მოვდივარ! მაჩერებს ვერცერთი მიზეზი.
მანამდე ორ ჭიქა wოლკერსაც გადავკრავ,
ტანში ან სულში თუ ვერ შემოგიძვერი...

რად მინდა ასეთი სიმთვრალე ღმერთმანი?!
ღმერთმანი ასეთი სიმთვრალე არ მინდა!
თუ ჩემს ხასიათში შტრიხებსაც  ვერ დათვლი...
ვერ დათვლი! და მოდი დავიწყოთ თავიდან.

" strowberry"კუთხესთან დაგელოდები.
დაზაფრულ სუნთქვაზე ყინულებს ავიკრავ.
კაფეში ყავაა დაგემოვნებით და
შეხედე მიმტანმა თვალი რომ ჩამიკრა?!

მიყვარხარ...ცარიელ ქუჩაზე იწვიმებს.
თან ისე იწვიმებს,როგორაც ჯერ არსად
არ უწვიმია და ძვალ-რბილში სიცივე
გამატანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები