მე გარსია, ერთხელ ქუჩაში, პირის გარმონითა და არყის ბოთლით, მივიჩქაროდი ცუდ, არა, ძალიან ცუდ სამსახურში. ჩემი მდგომარეობისდა გამო, იქაური კრიტიკოსების კივილის მოსმენა საშინლად მეზარებოდა. *** წარმოიდგინეთ, შევდივარ ოთახში. გაუთხოვრები ჩვეულებისამებრ ყავით პირებს იფუფქავენ, თითქოს ჩემს შესახვედრად საგანგებოდ ემზადებიან და აი, მეც. - ისევ? - ა მოყევი ეხლა ზღაპრები, ვითომ ისევ ქუჩაში, ვიღაც საცოდავი გოგო დაიცავი სასტიკი ყაჩაღებსიგან. რას გიგავს სახე! - ჰა ჰა ჰა... ხმ... ხრმ. აქ ისევ ვფიქრობ: ხრმ და ხრუმა და ხჩობა შენ. აწიკვინდნენ ისევ. დაფუფქულ-დამდუგრული ენებით ჩემს ლანძრვას იწყებენ. არა, ჯობია სადმე უკეთეს ადგილას წავიდე და გავდივარ გარეთ. ამ დროს კი: - Привееет Гарсиа, как дела? – ეს ტრალაჩკაა, რომელმაც ქართული თითქმის არ იცის და შესაბამისად არასდროს არ მინახავს ზემოდხსენებულ ენაზე მოჩხუბარი. მგონი საერთოდაც არ ანაღვლებს ყოველ მეორე დღეს ჩემი ჩალურჯებული თვალის დანახვა. მაგარია არა? - Гарсиа, У меня Персональная фотовыставка будееет! - Да, это что-то, да значит… - Буду ждать. - Если освобожусь от “Фсихо-Ньюс” пораньше – обязательно буду.- სამსახურის სახელწოდებაა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვეძახი. ხო, მართა ტრალკა ჩვენი სააგენტოს ფოტორეპორტიორი იყო. მე, ერთ-ერთი მსმელი რედაქტორი.
გამოფენაზე, ზუსტად აღარც კი მახსოვს ვიყავი თუ არა, მაგრამ წერილის სახით ბოდიში მაინც მოვუხადე. ისევ დავლიე და... ,, Тралочка, добрый день! Ради Бога извини, что не пришел на твою выставку. Ничего, все еще впереди. Ведь это же не последняя выставка...”
მგონი არც ეს წყენია. ამის შემდეგ აღარც მიანხავს, როგორც გავიგე, სადღაც გაემგზავრა. იქამდე, კი სანამ ტკბილმა ცამ ამ სამყაროდან არ გამიწვია, ელექტრო ფოსტით გავაგრძელეთ მეგობრობა.
**** ,,С наступающим Новым годом! Счастья, здоровья, творческих успехов! Пусть все хорошее остается с тобой, а плохое обходит тебя стороной!. (Тралочка)”
,,Как у тебя дела, что нового? Как дела в фотоискусстве ? Напиши поподробнее, если найдешь пару свободных минут. Обнимаю, с наилучшими пожеланиями, Гарсиа”.
***
ცაზე გეუბნებოდით. იქ დიდი ხანია მინდოდა წასვლა. ვიხვეწებოდი კიდეც. ,,ცა ტკბილია ღმერთო შენამდე.. “ – ამას ხშირად ვიმეორებდი. მენატრებოდა პირის გარმონიც, ადრე რომ ხალისიანად ვუკრავდი. ახლა კი ამაზე, მხოლოდ ,,ფსიხო-ნიუს”-ში, ყავისგან დაფუფქული ქალები, ყველა მოსულ ახალბედა ჟურნალისტს ამაყად უყვებიან. მართალია მეორე წუთში მლანძღავენ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა იმის შეხსენება, რომ თურმე, ერთ დროს შემეძლო ცხოვრება. რა დამემართა? ტრალოჩკამაც კი მკითხა რატომ სვამო. მაშინ მოვატყუე, გონება მეხსნება და თითებიც თავისით იწყებენ წერასთქო. გაეღიმა, მაგრამ ამის შემდეგ ვგრძნობდი, როგორ მაკვირდებოდა... სასაცილო ვინმეა. მგონი დაიჯერა.
მე გარსია ვარ. ვგავარ გაცილებით მოხუცს ვიდრე უნდა ვიყო. Gგადატანილი მაქვს ორი ინფაქტი. ორჯერვე სიმთვრალეში. მანამდე როგორ ვცხოვრობდი ბევრმა არ იცის. უბრალოდ ყოველ დილით მივდივარ სამსახურში და გზაზე ჩემზე უარეს ადამიანს ვხვდები. ისიც ლოთი. ვუყურებ, მცხვენია. ისევ ვსვამ. შევდივარ რედაქციაში, მეჩხუბებიან...ვხსნი ელექტრონულ ფოსტას და ვკითხულობ ტრალოჩკას წერილებს. ვპასუხობ და ასე გადის დღე. ხო, კიდე კატა მყავს ის ყველაზ მეტად მიყვარს. რატომღაც არასდროს მეუბნება ნუ სვამო. ერთადერთი საღად მაოზროვნეა და იმიტომ. ხშირად ვუყვები ჰემინგუეზე. მერე ვიხსენებ მის სიტყვებს და კატასთან პოლემიკაში ვერთვები:
,,იმედი. უცნაური სიტყვაა. უცნაური მნიშვნელობის მქონე, რომლის წყალობითაც ვსუნთქავთ ყოველდღიურად და ველით... მაგრამ რას? სწორედ ესაა საინტერესო — რას ელი კაცი ბედისწერისაგან. თუ ბედისწერაა წინასწარ დადგენილი, მაშინ რატომ ელის ის სასწაულს და რატომ განიცდის მტკივნეულად, როცა იმედები გაუცრუვდება.” (ერნესტ ჰემინგუე)
,,добрый день! Как дела, что нового? (Тралочка)”
У меня все по старому, ничего заслуживающего внимания нет и в ближайшем будущем не ожидается. Пиши, не забывай. Обнимаю, Гарсиа”
ეს ბოლო წერილი იყო. ამის შემდეგ მე გარსია, ცამ გამიწვია. დედამიწაზე ცხოვრებისას მნიშვნელოვანი მართლაც არაფერი მომხდარა. ტრალოჩკას ჩემი ამბავი არავინ უთხრა. ასე, რომ ის დღესაც მწერს და მწერს უკვე ქართულად. მართალია ვეღარ ვხსნი წერილებს, მაგრამ ვხედავ და ჩუმად ვიმეორებ
- მე გარსიააა... ვსვამდი და ვწერდი...მყავდა კატა და მეგობარი ტრალოჩკა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. Ради Бога извини, что читаю поздно....+++++ Ради Бога извини, что читаю поздно....+++++
5. ეს ბოლო წერილი იყო. ამის შემდეგ მე გარსია, ცამ გამიწვია. დედამიწაზე ცხოვრებისას მნიშვნელოვანი მართლაც არაფერი მომხდარა. ტრალოჩკას ჩემი ამბავი არავინ უთხრა. ასე, რომ ის დღესაც მწერს და მწერს უკვე ქართულად. მართალია ვეღარ ვხსნი წერილებს, მაგრამ ვხედავ და ჩუმად ვიმეორებ
- მე გარსიააა... ვსვამდი და ვწერდი...მყავდა კატა და მეგობარი ტრალოჩკა.
:) ეს ბოლო წერილი იყო. ამის შემდეგ მე გარსია, ცამ გამიწვია. დედამიწაზე ცხოვრებისას მნიშვნელოვანი მართლაც არაფერი მომხდარა. ტრალოჩკას ჩემი ამბავი არავინ უთხრა. ასე, რომ ის დღესაც მწერს და მწერს უკვე ქართულად. მართალია ვეღარ ვხსნი წერილებს, მაგრამ ვხედავ და ჩუმად ვიმეორებ
- მე გარსიააა... ვსვამდი და ვწერდი...მყავდა კატა და მეგობარი ტრალოჩკა.
:)
4. 1 კომენტარს ვეთანხმები :)
კარგი რამეა
ბრავო ბარნო-მუსია! 1 კომენტარს ვეთანხმები :)
კარგი რამეა
ბრავო ბარნო-მუსია!
3. ეს არის პროზა! _ ძალიან მომეწონა :) ეს არის პროზა! _ ძალიან მომეწონა :)
2. ბარნუუუუს როგორ მომენატრა შენი ნაწერები :-* წეერე, წერე, ვაჰ :) მიყვარხარ ბარნუუუუს როგორ მომენატრა შენი ნაწერები :-* წეერე, წერე, ვაჰ :) მიყვარხარ
1. ბარნო , ბარნო:) კარგი კაცია , გარსია და კარგიგოგოა ბარნო:)... კატაც:) ეს მოთხრობაც. ბარნო , ბარნო:) კარგი კაცია , გარსია და კარგიგოგოა ბარნო:)... კატაც:) ეს მოთხრობაც.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|