| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 24 დეკემბერი, 2011 |
ხედავ?.. გათენდა, ეს ღრუბლები აქ რომ შეყრილან, ნაპოლეონის ჯარებივით აქ რომ შეყრილან, ვერ ჯაბნიან ღვთაებრივ ნათელს, ცხელი სხივები შეწოლიან გათოშილ ძეწნას, შეციებულ ტოტებს და ფოთლებს.
ბუდესავით მოსჩანს ქალაქი, ბარტყებით სავსე ბუდესავით არის ქალაქი, პატარები სწავლობენ ფრენას და ფეხს იდგამს თიქოს სიცოცხლე.
ჩვენი სადგომიც გამოცოცხლდა, აღარ ამცივნებს და ეს ჩიტიც ახლა რომ გალობს, საოცრად და საოცარზე უკეთ რომ გალობს, ესალმება სიცოცხლის ქალაქს
და სიცოცხლე, ცასავთ სუფთა, შემოდის და რჩება თვალებში, შეციებულ სხეულშიც რჩება, ამ ფურცელზეც, ამ სტრიქონებად, რაც ნიშნავს რომ - იგი გრძელდება. ის გრძელდება ყველა ჩვენს მერეც და შვილების მერეც გრძელდება.
ხედავ?.. გათენდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. "ბარტყებით სავსე ბუდესავით არის ქალაქი"
"და სიცოცხლე, ცასავით სუფთა, შემოდის და რჩება თვალებში, შეციებულ სხეულშიც რჩება".....
გიო, ვინც გიცნობს მეტ-ნაკლებად, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ბედნიერება შენთან საუბრის, ყველა მიხვდება რაცაა ამ ლექსში. "ბარტყებით სავსე ბუდესავით არის ქალაქი"
"და სიცოცხლე, ცასავით სუფთა, შემოდის და რჩება თვალებში, შეციებულ სხეულშიც რჩება".....
გიო, ვინც გიცნობს მეტ-ნაკლებად, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ბედნიერება შენთან საუბრის, ყველა მიხვდება რაცაა ამ ლექსში.
4. გათენდა : ) გათენდა : )
3. მოვისმინე დღეს ეს ლექსი სამებში.. კარგი ლექსია მოვისმინე დღეს ეს ლექსი სამებში.. კარგი ლექსია
2. "გაღმა სჩანს ქისტის სოფელი, არწივის ბუდესავითა" :)))
+++ "გაღმა სჩანს ქისტის სოფელი, არწივის ბუდესავითა" :)))
+++
1. 5 და მოკითხვა გიოს. 5 და მოკითხვა გიოს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|