-ეგორ სერგეევიჩი - ასე წარადგენდა ხოლმე თავს, თუმცა ყველა იგორას ეძახდა. არავინ იცოდა, საიდან ჩამოვიდა იგორა, როდის გამოჩნდა სოფელში, პირველად ვის ესტუმრა...საბოლოოდ კი, სოფლის განაპირას, სასათბურე მეურნეობაში დამკვიდრდა, ღამის დარაჯად. უსაქმური და სხვის ხარჯზე მყოფი არ იყო ხიზანი, არც ლოთი-შფოთი. მიწის მადლი და წიგნის ყადრი იცოდა. შეითვისა სოფელმა უცხოტომელი. თვითონ, ყველაზე მეტად, მეურნეობის თავკაცს, დავითს დაუახლოვდა. სახლშიც ხშირად სტუმრობდა - განათლებულ ხალხთან საუბარი მიყვარსო... მარიკა, დავითის ქალიშვილი, რუსულენოვან წიგნებს ურჩევდა საოჯახო ბიბლიოთეკიდან, ახლო მეზობლების ბიბლიოთეკებსაც გადაწვდნენ,მერე-შორებლებისასაც... აბა, პატარა სოფელში იმდენი რა რუსული წიგნი უნდა ყოფილიყო და გადაწყვიტა იგორამ - ქართულად წერა-კითხვა უნდა ვისწავლოო. "დედა-ენა" უშოვეს და როცა არ საქმიანობდა, წიგნი სულ ხელში ეჭირა, კითხულობდა, წერდა... მარიკას დაბადების დღე მინდვრის ყვავილებითა და ქართულად დაწერილი ღია ბარათით მიულოცა. სადღეგრძელოებსაც ქართულად იწერდა - რომ წავალ, უნდა წავიღო ეს რვეულიო. სად აპირებდა წასვლას, არასდროს უთქვამს. სადილობას ერთი ჭიქა ღვინითა და " ქართველებს გაუმარჟოს , კაცო"-თი ამთავრებდა სულ. გული აწუხებდა. მარიკა, მომავალი ექიმი, იგორას პირად ექიმად იქცა. - ჩემი ანდრეიც ექიმიაო - წამოცდა ერთხელ, მერე აღარასდროს უხსენებია ეს სახელი. იმ წელსაც, აგვისტოს ცხელ დღეებს სათბურებში ატარებდა - ახლა უნდა ხელის შეშველება და მუდმივი ყურადღება ბოსტნეულს, სიცხემ რომ არ დაგვიზიანოსო. ერთ საღამოს, დავითის ოჯახი ტელევიზორთან რომ შეკრებილიყო და ყოველ ახალ ინფორმაციას შიშითა და იმედითაც ელოდა, მოულოდნელად სახლის კარი იგორამ შემოაღო. საზაფხულო ქუდს, ფაფანაკს რომ ეძახიან, ნერვიულად ჭმუჭნიდა ხელში. უსიტყვოდ ჩამოჯდა სკამის განაპირას, ტელეეკრანს თვალს არ აცილებდა. მარიკა მიხვდა, რომ შეუძლოდ იყო, წნევა გაუზომა - მაღალი ქონდა, არითმიაც... წამლები დაალევინეს, თითქოს მოიკეთა. - აქ დარჩიო, შესთვაზეს. - არა, "ჩემს სახლში " მირჩევნიაო (სახლს სათბურებს ეძახდა). მეორე დღეს იგორა აღარ იყო... იმ დღეებში, იქნებ, ლოგიკურიც კი ყოფილიყო, რომ სოფელს არ ეზრუნა მიცვალებულზე, როგორც წესი და რიგია... იგორა ქრისტიანულად მიაბარეს მიწას, არც წესის აგება დაუკლიათ, არც ქელეხი და შესანდობარი. იმერეთის ერთ პატარა, სოფლის სასაფლაოზეა დაკრძალული. გაზაფხულზე იებითა და ყოჩივარდებით იჩითება საფლავის ბორცვი, რომელსაც ხის ჯვარი ამკობს და პატარა ლოდიც, წარწერით " იგორა. 1947-2008"
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. იოლად იკითხება. ემოციაც ზუსტი რაოდენობითაა. შემიყვარდა იგორა :) მიხარია, რომ გიცნობთ! იოლად იკითხება. ემოციაც ზუსტი რაოდენობითაა. შემიყვარდა იგორა :) მიხარია, რომ გიცნობთ!
27. საინტერესო იყო... საინტერესო იყო...
26. ჩემი თბილი თოლია... ) ჩემი თბილი თოლია... )
25. + + ძალიან თბილი და სულიდან ამოსული. გაიხარეთ! + + ძალიან თბილი და სულიდან ამოსული. გაიხარეთ!
24. როგორ მინდა ვიცოდე, ძვირფასო თანაქალაქელო, ვინ იმალება თქვენს ნიკს უკან ...
+5 როგორ მინდა ვიცოდე, ძვირფასო თანაქალაქელო, ვინ იმალება თქვენს ნიკს უკან ...
+5
23. რა კარგი ნაწერია , ირმა. სევდა, სითბო, სიყვარული... ყველაფერი მოიტანა. რა კარგი ნაწერია , ირმა. სევდა, სითბო, სიყვარული... ყველაფერი მოიტანა.
22. ცოტა დამასევდიანა )) ცოტა დამასევდიანა ))
21. ეს არ მქონდა წაკითხული და ახლა წავიკითხე, კარგი იყო. +5 ეს არ მქონდა წაკითხული და ახლა წავიკითხე, კარგი იყო. +5
20. "შეითვისა სოფელმა უცხოტომელი." და შეიყვარა კიდეც, როგორც ნაწერიდან ჩანს... ასეთები ვართ ქართველები! საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შემოგვრჩა ეს თვისება. პატივისცემა ავტორს, მოწონება ნაწერს და ჩემი უმაღლესი ქულა რეიტინგს ^_^ "შეითვისა სოფელმა უცხოტომელი." და შეიყვარა კიდეც, როგორც ნაწერიდან ჩანს... ასეთები ვართ ქართველები! საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შემოგვრჩა ეს თვისება. პატივისცემა ავტორს, მოწონება ნაწერს და ჩემი უმაღლესი ქულა რეიტინგს ^_^
19. მომწონს მე ჯონათანი :)
+5 მომწონს მე ჯონათანი :)
+5
18. ყველანაირად შეგაქენ უკვე,მშვენიერო ქალბატონო.ერთს ვიტყვი მხოლოდ;იციან ჩვენში,თუ რა არის პროფესიონალიზმი.რაც ვიცით,ვიცით და რასაც ვაკეთებთ,ყველაფერს 5-ანზე.+++++ ყველანაირად შეგაქენ უკვე,მშვენიერო ქალბატონო.ერთს ვიტყვი მხოლოდ;იციან ჩვენში,თუ რა არის პროფესიონალიზმი.რაც ვიცით,ვიცით და რასაც ვაკეთებთ,ყველაფერს 5-ანზე.+++++
17. მოკლედ და ოსტატურად ნათქვამი თბილი და სევდიანი ისტორია ...
მიწის მადლი და წიგნის ყადრი იცოდა - ძალზედ მნიშვნელოვანი სახასიათო შტრიხი
ჩემი +2 და კეთილგანწყობა ჯონათანს :-*:-*:-*
მოკლედ და ოსტატურად ნათქვამი თბილი და სევდიანი ისტორია ...
მიწის მადლი და წიგნის ყადრი იცოდა - ძალზედ მნიშვნელოვანი სახასიათო შტრიხი
ჩემი +2 და კეთილგანწყობა ჯონათანს :-*:-*:-*
16. ლამაზი ჩანახატია, მიყვარს ესეთი ჩანახატები :)
პ.ს. ქულების დაწერა სამწუხაროდ ჯერ არ ვიცი როგორ და ვის მიერ ხდება, იმედია ამასაც მალე გავიგებ :) ლამაზი ჩანახატია, მიყვარს ესეთი ჩანახატები :)
პ.ს. ქულების დაწერა სამწუხაროდ ჯერ არ ვიცი როგორ და ვის მიერ ხდება, იმედია ამასაც მალე გავიგებ :)
15. მართლაც კარგი ჯონათანი ხარ!მიკვირს აქამდე რომ არ წამიკითხავს შენი ნაწერები.თანაც ეჭვი მაქვს ქუთაისელი ხარ,ჩემსავით,თუ ვცდები?:) 5 მართლაც კარგი ჯონათანი ხარ!მიკვირს აქამდე რომ არ წამიკითხავს შენი ნაწერები.თანაც ეჭვი მაქვს ქუთაისელი ხარ,ჩემსავით,თუ ვცდები?:) 5
14. ძალიან კარგი ჩანახატები გაქვთ:) ძალიან კარგი ჩანახატები გაქვთ:)
13. მადლობა! მუხა, ორჯერ წაკითხვა მეტისმეტია:) იმიტომ ვწერ ასე ლაკონიურად, რომ ძალიან არ შეგაწუხოთ და..:)) მადლობა! მუხა, ორჯერ წაკითხვა მეტისმეტია:) იმიტომ ვწერ ასე ლაკონიურად, რომ ძალიან არ შეგაწუხოთ და..:))
12. ვწუწუნებ დრო არ მაქვს-თქო და ორჯერ კი მომიწია საერთოდ შენი მოთხრობების წაკითხვა, კომენტარი არსად დამიტოვებია, მერე-მერეს ძახილში, მოკლედ და ლაკონიურად წერ მთავარ და ძირითადად პიროვნული ფსიქოლოგიის შესახებ> ვწუწუნებ დრო არ მაქვს-თქო და ორჯერ კი მომიწია საერთოდ შენი მოთხრობების წაკითხვა, კომენტარი არსად დამიტოვებია, მერე-მერეს ძახილში, მოკლედ და ლაკონიურად წერ მთავარ და ძირითადად პიროვნული ფსიქოლოგიის შესახებ>
11. ჯონათან, დაუჯერე არმენ არუთინოვს, - საქმიანი შენიშვნები მოგცა... :))) ჯონათან, დაუჯერე არმენ არუთინოვს, - საქმიანი შენიშვნები მოგცა... :)))
10. უცნაური სითბო და სევდა დამიტოვა უცნაური სითბო და სევდა დამიტოვა
9. შენ რა კარგი ჯონათანი ყოფილხარ, იმ ჯონათანივით კარგი! ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ ორიოდე პატარა შენიშვნა მაქვს მაინც: იმ დღეებში, იქნებ, ლოგიკურიც კი ყოფილიყო, რომ სოფელს არ ეზრუნა მიცვალებულზე, როგორც წესი და რიგია...---საქართველოში არასოდეს მოექცევიან ვინმეს ცხედარს აუგად და გაუპატიოსნებელს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებენ, ვინც არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, იმ დღეებშიც არ იქნებოდა ეგ ლოგიკური. იგორა ქრისტიანულად მიაბარეს მიწას, არც ზიარება დაუკლიათ, არც ქელეხი და შესანდობარი.---ზიარება იქნებ წესის აგებით შეცვალოთ, რადგან უკვე დაღუპულ ადამიანს არ აზიარებენ. წარმატებები და 5! შენ რა კარგი ჯონათანი ყოფილხარ, იმ ჯონათანივით კარგი! ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ ორიოდე პატარა შენიშვნა მაქვს მაინც: იმ დღეებში, იქნებ, ლოგიკურიც კი ყოფილიყო, რომ სოფელს არ ეზრუნა მიცვალებულზე, როგორც წესი და რიგია...---საქართველოში არასოდეს მოექცევიან ვინმეს ცხედარს აუგად და გაუპატიოსნებელს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებენ, ვინც არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, იმ დღეებშიც არ იქნებოდა ეგ ლოგიკური. იგორა ქრისტიანულად მიაბარეს მიწას, არც ზიარება დაუკლიათ, არც ქელეხი და შესანდობარი.---ზიარება იქნებ წესის აგებით შეცვალოთ, რადგან უკვე დაღუპულ ადამიანს არ აზიარებენ. წარმატებები და 5!
8. გმადლობთ, ყველას... გმადლობთ, ყველას...
7. ბატონო ჰარირამა, მეც ძალიამ მომწონს თქვენები, ძალიან:) თავის ორთოგრაფია-პუნქტუაციებიანად:)) ბატონო ჰარირამა, მეც ძალიამ მომწონს თქვენები, ძალიან:) თავის ორთოგრაფია-პუნქტუაციებიანად:))
6. ნუ გაიხსენებთ, ბატონო ჰარალე...:)) თორემ, თქვენ დაგბრალდებათ ეს ამბავი-მკითხველობას რომ ვუღალატე:)) ნუ გაიხსენებთ, ბატონო ჰარალე...:)) თორემ, თქვენ დაგბრალდებათ ეს ამბავი-მკითხველობას რომ ვუღალატე:))
5. კარგი იყო, კი. ყველაფერმა მოიტანა კარგი იყო, კი. ყველაფერმა მოიტანა
4. ძალიან იმოქმედა... ალბათ იმიტომაც, რომ ჩემი რუსი ბებიაც ხომ საქართველოს მიწამ ჩაიხუტა :((((((
+5 ძალიან იმოქმედა... ალბათ იმიტომაც, რომ ჩემი რუსი ბებიაც ხომ საქართველოს მიწამ ჩაიხუტა :((((((
+5
3. ძალიან მომეწონა:) ძალიან ძალიან მომეწონა:) ძალიან
2. "მე, მკითხველი ვარ მხოლოდ." - ვინ თქვა, ვერ ვიხსენებ.:) "მე, მკითხველი ვარ მხოლოდ." - ვინ თქვა, ვერ ვიხსენებ.:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|