ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2008


დისადმი

ეზოს აკლია ჩვენი ბავშვობა,
განგების ნებით გადაკარგული...
ფიშტოდაცლილი ქორწილ-მაყრობა
და კრიმანჭული სხვენზე გაკრული .

თხმელებს ეხვევა დოლბანდი ბინდი
კანდელ- წანდილით  ჩათავდა მარხვა,
და ჭლექიანი - ნესტი ამინდი
სახსარში დაგხრავს, ვით ბოსტნის მახრა.

სამოსად შაშვის შავ- მარმაშები
კედლის - კალენდრის  დუმილ - დარდები,
შემოსეული ყიზილბაშები,
ღობეს ახრჩობენ ეკალ - ბარდები.

საფლავი…ბალახამოშლილობა,
გათვალულია ბედი ართვალით…
საკურთხ-ნაკურთხი დედა - შვილობა
და დაკემსილი ღამე სათვალით.

სამი ნაბზარი, სამი ჭრილობა,
ეს გულიც სამი ცივსაფლავია,
ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას,
ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!

სწუხან თელები დათალხულ ჩალმით,
ანწლებთან მწარედ ხარ მოწყენილი,
და წამიწერე თეთრ ნისლებს წალმით
მოსაკითხავი ჩემთვის წერილი.

ქარები შარა-სალახანები,
ბჟუჟის ჭალა რომ ჭილით მოფინეს,
ყელამდე იყო იმ წელს ყანები     
მთელი ზამთარი რომ ვიმყოფინეთ.

ბაღში შავფერა შინდის სურნელი,
შვენობს უშურო შენი მადლია,
რატომ იცინის ნუში სულელი,
რამ წამოჩიტა ასე ადრიან.

დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი,
ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას,
რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი
შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები