ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2012


კალამი მებრძვის


კალამი მებრძვის

ლექსმა კინაღამ ისე დამტოვა,
პატიებაც კი არ უთხოვია.
გარეთ წვიმაა და საღამოა,
და ეს საღამო საუცხოოა!

ყოველ მოსმისას კალამი მებრძვის, _
რაზე რა ვწერო და რაზე რა ვთქვა, _
მე სიტყვებს ვკემსავ, ვითარცა თერძი
და წინ მიმიძღვის ახალი აღთქმა.

                                                    თბილისი
                                  1 მაისი, კვირაცხოვლობა, 2011წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები